EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 08:11:57
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2537/?page=2&year=2011
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 22 თებერვალს გალში გამართულ ოცდამეხუთე შეხვედრაზე სხვა საკითხთა შორის განხილული იყო გადაადგილების თავისუფლება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

25.02.2011

სამშაბათს 22 თებერვალს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაეროს ეგიდით გამართულ ოცდამეხუთე შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის,რუსეთის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების, და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ურთიერთპატივისცემის და პროფესიონალურ ატმოსფეროში მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობის, კერძოდ სკოლის მოსწავლეების თავისუფალი გადაადგილების საკითხი. მათ ასევე გაცვალეს ინფორმაცია შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით.

ასევე გაიმართა დისკუსია ბოლოდროინდელ ინციდენტებთან დაკავშირებით, მათ შორის ადგილობრივი მაცხოვრებლის დაკავების შემთხვევა და  2008 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის საკითხი.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება გალში, 2011 წლის 22 მარტს.