EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 23:11:16
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2544/?page=2&year=2011
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ქალთა საერთაშორისო დღეს

09.03.2011

2011 წლის 8 მარტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღის 100 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით აღინიშნა, ქალთა სიძლიერის და მიღწევების აღიარებისა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად.

ამაღელვებელი და ინოვაციური გამოფენა, რომელიც წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალთა ფოტოსურათებს, მათი ცხოვრების, ოჯახის, კარიერისა და ოცნებების ამსახველი ისტორიების თანხლებით, ოთხ ადგილას შედგა: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში, მცხეთის # 2 სკოლაში, დუშეთის კულტურის სახლში და კარალეთის საკრებულოში. ფოტოები გადაღებულია მისიის მცხეთისა და გორის რეგიონალური ოფისების ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე გუნდების დამკვირვებელთა მიერ, ვინც ყოველდღიურად ეწეოდა სადამკვირვებლო საქმიანობას კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში. ქალთა ისტორიები ასახავდა მათ ბრძოლას, გამოწვევებს, სიძლიერეს და მიღწევებს, ხშირად რთულ და მძიმე პირობებში. მათ, ვინც გამოფენას ეწვია, ჰქონდათ საშუალება ეგრძნოთ თუ რა იყო ამ ქალების მოტივაცია, ოცნებები, რას მოაქვს სიხარული მათ ცხოვრებაში და რა იყო მათი შემართების წყარო. მათ ასევე ჰქონდათ შანსი პირადად დალაპარაკებოდნენ სურათებზე აღბეჭდილ პირებს, რადგანაც ისინი ასევე დაესწრნენ გამოფენების ოფიციალურ გახსნას.

ამავდროულად, ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა მოიწვია ქალები და მამაკაცები დისკუსიაზე მრგვალ მაგიდასთან დევნილთა კოლექტიურ ცენტრში ზუგდიდში. შეხვედრა დაიწყო ორი ქართული ფილმის ჩვენებით, რომელიც მოგვითხრობს საქართველოში ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალების ცხოვრების შესახებ, რასაც ცოცხალი დისკუსია მოჰყვა. მთავარ თემებს წარმოადგენდა უმუშევრობის შემცირება და უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, ძირითად კვების პროდუქტებზე ფასების გაზრდა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა წარმომადგენლობა და ქალთა გადარჩენის ძლიერი ინსტიქტი სიძნელეების მიუხედავად ოჯახზე ზრუნვასთან დაკავშირებით. ახალგაზრდა და ასაკოვანმა ქალებმა აღწერეს ის სირთულეები, რომელიც მათ გადაიტანეს და ამავე დროს მიუთითეს, თუ როგორ შეუძლია მძიმე შრომას, განათლებას და მომავალი თაობის აღზრდას იყოს ეფექტური, რათა ყველას მიეცეს პოლიტიკური ძალაუფლების ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობები.

გარდა ამ ღონისძიებებისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლებმა დაურიგეს ვარდები იმ ქალბატონებს, რომელთაც შეხვდნენ წეროვანში, წილკანში, ახალსოფელში და ფასანაურში სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებისას.

ყველა ეს ღონისძიება კარგად იყო მიღებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, როგორც მისიის საქმიანობის ასახვა ამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.