EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 00:11:21
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2592/?month=12&year=2011
 
 უკან

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

18.03.2011
2011 წლის 16 მარტს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე აუდრონიუს აჟუბალისი ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. მას თან ახლდა ლიტვის ელჩი საქართველოში, ბატონი იონას პასლაუსკასი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი, ბატონი გედრიუს ჩეკუოლისი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია მისიის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ, გააცნო სამუშაო გარემო და ასევე კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები.

მოგვიანებით დელეგაცია მცხეთის რეგიონალური ოფისის სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად გაემგზავრა დევნილთა დასახლებებში წეროვანში და სოფელ მუხრანში და ასევე მათ მოინახულეს საგუშაგო ოძისში, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე . მათ განიხილეს დევნილთა ჰუმანიტარული სიტუაცია და უსაფრთხოების მდგომარეობა ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად.

მინისტრმა  აჟუბალისმა  გამოხატა ლიტვის მუდმივი მხარდაჭერა მისიის მიზნებისადმი  და მაღალი შეფასება მისცა რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მისიის მიერ შეტანილ წვლილს.