EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 23:11:58
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2596/?month=12&year=2011
 
 უკან

ადმინისტრაციულ საზღვართან სადამკვირვებლო ჯგუფების ქცევის კოდექსი და ცხელი ხაზის გამოყენება 2011 წლის 22 მარტს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართული ოცდამეექვსე შეხვედრის განსახილველ თემებს შორის იყო

24.03.2011

სამშაბათს, 2011 წლის 22 მარტს გაეროს თავმჯდომარეობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოცდამეექვსე შეხვედრა  გალში  გაიმართა. 

კონსტრუქციულ და პროფესიონალურ ატმოსფეროში მონაწილეები შეთანხმდნენ ქცევის კოდექსზე სადამკვირვებლო ჯგუფებისათვის, როდესაც ისინი ადმინისტრაციული საზღვრის განსაზღვრულ ადგილებს მიუახლოვდებიან.

 მათ ასევე განაცხადეს, რომ ისინი დაუყოვნებლივ გამოიყენებენ ცხელ ხაზს, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი გაუგებრობა იმ საკითხების ან მოვლენების ირგვლივ, რომელმაც წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს საფრთხე ან ძალის გამოყენება. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს ინფორმაცია ორი ადგილობრივი მაცხოვრებლის დაკავების შესახებ და მოთხოვნილი იყო ერთი დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და დაბრუნება.

 ასევე შეთანხმებულ იქნა, რომ ენგურის ხიდზე  რეგულარული საავტობუსო მომსახურების (რომელიც გაეროს ეგიდის ქვეშ ფუნქციონირებდა  2008 წლის ზაფხულამდე) აღდგენის საკითხი იქნება წარდგენილი შესაბამის ორგანოებში განსახილველად.

 ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია გალში 2011 წლის 4 მაისს.