2011 წლის 12 მაისს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (ესმი) საქართველოში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იუსსი სარესსალომ და გორის რეგიონალური ოფისის უფროსმა მანფრედ მაიერმა გააცნეს მინისტრ შვარცენბერგს მისიის მიღწევები და გამოწვევები და ასევე ის გარემო, რომელშიც მისია ფუნქციონირებს.
გორის რეგიონალური ოფისის სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად დელეგაცია გაემგზავრა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვრზე მდებარე ერგნეთის საგუშაგოს მოსანახულებლად. მათ განიხილეს უსაფრთხოების მდგომარეობა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე.
მინისტრმა შვარცენბერგმა მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუქვა
მისიას ჩატარებული მუშაობისა და რეგიონში სტაბილიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.