EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 05:11:03
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/26606/?page=3&year=2019
 
 უკან

ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური მეორედ ეწვია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას

12.07.2019

ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური, ბატონი ვინჩენცო კოპოლა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია.

მისიასთან ერთდ ყოფნის პერიოდში ის დაესწრო ბრიფინგებს, შეხვდა  ქართველ  ოფიციალურ  პირებს,   საერთაშორის ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების აკრედიტებულ ელჩებს. ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურმა როგორც გამომსვლელმა  ასევე  მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ ბათუმში ჩატარებულ კონფერენციაზე - საქართველოს ევროპული გზა.

ადგილებზე არსებული გამოწვევების შესახებ პირველადი შთაბეჭდილების მისაღებად, ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური, მისიის ხელმძღვანელთან ერთად შეუერთდა სამივე რეგიონალური ოფისის, მცხეთის, გორის და ზუგდიდის პატრულებს.

ბატონმა კოპოლამ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ექსპერტების მიმართ მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის მისიის მანდატის განხორციელებასა და ამოცანების შესრულებაში.

 

შესავალი ინფორმაცია

- ნი კოპოლა სამოქალაქო ოპერაციების ახალ მეთაურად   ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ვიცე - პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ 2018 წლის 17 სექტემბერს დანიშნა

ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ბ-ნი კოპოლა მსახურობდა იტალიელ კარაბინერთა  მეთაური გენერლის მოადგილედ, რომელთა კონტინგენტი 111,000 ადამიანს ითვლის. თავისი 40-წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში მან იმუშავა იტალიაში, ევროკავშირის ბრიუსელის სათავო ოფისში და რამდენიმე თანამდებობაზე საზღვარგარეთ. ბ-ნი კოპოლა ფლობს სტრატეგიულ კვლევათა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხს და  იტალიის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი - იტალიის სამხედრო ორდენის ჯვრითაა დაჯილდოებული. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის ერთერთი სამოქალაქო კრიზისის მართვის 10 მისიათაგან, რომელიც ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში წარგზავნა. მისიის წარგზავნის მიზანი იყო უზრუნველეყო მხარეთა მიერ ექვსპუნქტიანი შეთანხმების დაცვა, რომელმაც 2008 წლის ომი დაასრულა.

2008 წლის 1 ოქტომბრიდან მისია დღე და ღამე პატრულირებს, რათა მოხდეს საომარი ქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სა საზღვრო ხაზ ებ ის ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამას გარდა, მისია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეხმარება საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში პოლიტიკის განსაზღვრაში.

 

 

ბატონი ვინჩენცო კოპოლა, ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური, მიმართავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისის თანამშრომლებს

 

ბრიფინგი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, გორის რეგიონალური ოფისის პატრულის დროს.

 

ბატონი ვინჩენცო კოპოლა აკვირდება ბორდერიზაციის ნიშნებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე

 

პატრული ზუგდიდის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებთან ერთად საბერიო/ფახულანის გადამკვეთ პუნქტზე

 

პატრულის ლიდერი ენგურის ხიდზე არსებულ უსაფრთხოების სიტუაციას აღწერს