EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
15/11/2024 02:11:59
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2684/?page=9&year=2011
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ევროპის დღე საქართველოს 15 ქალაქისა და სოფლის მოსახლეობასთან ერთად აღინიშნა

18.05.2011

ერთი კვირის განმავლობაში 2011 წლის 9-დან 15 მაისამდე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში (ესმი) მოიწვია 15 ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებელი მთელი საქართველოს მასშტაბით ევროპის დღედ ცნობილი შუმანის დეკლარაციის 61 წლისთავის ერთობლივი აღნიშვნისათვის.

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია მისიის მანდატსა და ყოველდღიურ საქმიანობაზე, ასევე მოაწყვეს პრეზენტაციები ევროკავშირის შესახებ და ესაუბრნენ ადგილობრივებს მათ საცხოვრებელ პირობებზე. ყოველდღიურად დარიგდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ასობით კალამი, რვეული, ფეხბურთის ბურთი, მაისური, კეპი, დროშა, ჭიქა, ბუკლეტი, ბროშურა და ვიდეო ჩანაწერი. უფრო მეტიც, დაიდგა წარმოდგენები, ჩატარდა თამაშები და სხვა ღონისძიებები, რათა ეს დღეები საზოგადოებისთვის კიდევ უფრო საინტერესო ყოფილიყო.

ზუგდიდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მოიწვიეს ბავშვები და უფროსები ღონისძიებაზე ღია ცის ქვეშ ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით, როკენროლის საცეკვაო კონკურსზე და ასევე ფეხბურთისა და ფრენბურთის ტურნირებზე. დაახლოებით 500 ადამიანმა წარმატებით უპასუხა ვიქტორინის კითხვებს ევროკავშირის შესახებ და დაჯილდოვდა მედლებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამახსოვრო საჩუქრებით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ავტობუსი მოგზაურობდა საქართველოში და ეწვია სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებს. იმერეთის რეგიონში, საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა მოენახულა მისიის მოწინავე ბაზა საჩხერეში; პერევის მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღო ვიქტორინაში და სხვა თამაშებში; სპეთის სკოლის მოსწავლეებმა ითამაშეს კალათბურთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების გუნდთან.

შიდა ქართლში გორის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებმა მოიწვიეს ადგილობრივი მაცხოვრებლები როკ კონცერტზე ღია ცის ქვეშ, რომელსაც დაესწრო დაახლოებით 2 ათასი ადამიანი; დამკვირვებლებმა ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მისიის მანდატისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ, გაავრცელეს ბუკლეტები, ბროშურები და ვიდეო ჩანაწერები. დირბში ადგილობრივი მოსახლეობისათვის ორგანიზებული იყო კალათბურთის მატჩი, ვიქტორინა და სხვა თამაშები. უფრო მეტიც, მცხეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებმა მოინახულეს ნაცრეთის საბავშვო ბაღის 40 ბავშვი, რომლებმაც დიდი მონდომებით მიიღეს მონაწილეობა ევროპული კერძების დამზადებაში, ასევე სახეების მოხატვასა და ხელ-ფეხით ხატვაში.


მცხეთა მთიანეთის რეგიონში, ავტობუსი ნახევარი დღით მცხეთაში გაჩერდა, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა წარმოდგინეს თავიანთი ქვეყნების კულტურა და ჩართეს ბავშვები მთელ რიგ ღონისძიებებში, კარაოკეს ჩათვლით. მჭადიჯვარის სკოლის მოსწავლეები ასევე ჩაერთნენ ევროპული კერძების მომზადებაში, ხოლო პეტრიანის მაცხოვრებლებმა მიიღეს მონაწილეობა ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და საჭადრაკო ტურნირებში. ღონისძიებები ასევე ორგანიზებული იყო ქვემო ქართლის რეგიონშიც. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი გამოვიდა სიტყვით და მისიის პრიზები გადასცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ ღონისძიებაზე; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა სხვადასხვა სტუდენტთა ჯგუფებთან გამართეს მრგვალი მაგიდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თემაზე. ამასთანავე, საზოგადოებას ძალიან მოეწონა ჩრდილების თეატრის მიერ კულტურის სახლის წინ გამართული წარმოდგენა იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დასახლებაში კოდაში.

სამეგრელო - ზემო სვანეთში, ავტობუსი ეწვია წალენჯიხას, რომლის მაცხოვრებლებმა ითამაშეს ფრენბურთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის გუნდთან და გაეცნენ პრეზენტაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ; შემდეგ ავტობუსი წავიდა აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე შორეულ სოფელ ქალაღალში. სოფლის მაცხოვრებლებმა ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა წვიმიანი ამინდის გამო ატალახებულ მოედანზე ჩატარებულ ფრენბურთის მატჩში; დაახლოებით 75 მონაწილემ უპასუხა ევროკავშირთან დაკავშირებულ სხვადასხვა კითხვებს. ადგილობრივ მოსახლეობას ასევე სურდა საუბარი სოფელში არსებული ვითარების შესახებ: სოფლში დაახლოებით 50 ოჯახი ცხოვრობს, ნახევარი მათგანი არიან დევნილები ოჩამჩირედან (აფხაზეთი), თუმცა, მოსახლეობის განმარტებით, მათი ოჯახები ცხოვრობდა ქალაღალში 1940 წლამდე, როდესაც ისინი იძულებით აფხაზეთში გადაიყვანეს.

საქართველოში გამართული ღონისძიებების გარდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები ბრიუსელში შეხვდნენ ადგილობრივი საზოგადოების ასობით წევრს და განუმარტეს მისიის როლი რეგიონში ევროკავშირის ღია კარის დღის ყოველწლიური გამოფენის დროს.

მონაწილეები ისევე როგორც ორგანიზატორები თვლიან რომ ღონისძიებებმა წარმატებით და ეფექტიანად ჩაიარა, იყო ინფორმაციული და ყველას ძალიან მოეწონა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მალე გამართავს მეტ ღონისძიებებს სხვა სოფლებსა და ქალაქებში.