EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2024 00:11:06
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2711/?page=5&year=2011
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ეუთოსა და ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად ნიქოზის წყალმომარაგების პროექტის გახსნას დაესწრო

17.06.2011
პარასკევს, 17 ივნისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, იუსსი სარესსალო ეუთოს ელჩ გენდრიუს ჩეკუოლისთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩ ფილიპ დიმიტროვსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სახელმწიფო მინისტრ ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად საირიგაციო წყალმომარაგების პროექტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო. ამ პროექტის  ღირებულება 800,000 ევროს წარმოადგენს; იგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ეუთო ახორციელებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და სხვა ორგანიზაციების მიერ გასულ ზაფხულს საირიგაციო წყალმომარაგების საკითხებზე ჩატარებული მუშაობის შემდეგ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში გადაწყდა პროექტების პაკეტის განახორციელება. ამ კონტექსტში, ნიქოზის სატუმბი სადგურის აღჭურვა მნიშვნელოვან მიღწევას  წარმოადგენს. სატუმბი სადგურის აღჭურვის შედეგად დამონტაჟდება ახალი მილები და მეშვიდე წყლის ტუმბო, რომელიც წყალს მდინარე დიდი ლიახვიდან სალთვისის სარწყავ არხს მიაწოდებს და ნიქოზის და სალთვისის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე სარწყავი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. პროექტი შეიქმნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ზედამხედველობით. ეუთომ, ევროკავშირის დაფინანსებით, საჭირო მილებისა და ტუმბოს შეძენა - მიწოდების ვალდებულება აიღო. აღჭურვილობის მონტაჟისთვის საქართველოს მთავრობამ 1.5 მილიონი ლარი გამოყო.