EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 22:11:33
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2730/?page=5&year=2011
 
 უკან

პოლონეთი ევროკავშირის გარდამავალ თავმჯდომარეობას იღებს

01.07.2011

2011 წლის 1 ივლისს, 2004 წელსევროკავშირში მისი გაწევრიანებიდან პირველად, პოლონეთი უნგრეთისგან გადაიბარებს ევროკავშირის გარდამავალ ექვსთვიან თავმჯდომარეობას.

როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, პოლონეთი ორგანიზებას გაუწევს და გაუძღვება ყველა შეხვედრას,  გარდა საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრებისა, რომელსაც თავმჯდომარეობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა  და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქალბატონი კატრინ ეშტონი; წარმოადგენს ევროკავშირის საბჭოს მის ურთიერთობებში ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან, ასევე წარმოადგენს ევროკავშირს საერთაშორისო ურთიერთობებში .

ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თვმჯდომარეობის პოლიტიკური დღის წესრიგი გამიზნულია ევროკავშირის მიმართვაზე უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური თანამეგობრობის გაფართოებისკენ. ამ მიზნების მისაღწევად, პოლონეთი აპირებს კონცენტრირებას სამ ძირითად პრიორიტეტზე: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ევროპის მაკროეკონომიკური, ენერგეტიკული, საკვებისა და თავდაცვის უსაფრთხოების გაუმჯობესება და ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას,  ევროკავშირის პოზიციის საერთაშორისო დონეზე ასამაღლებლად. რაც შეეხება უკანასკნელს, პოლონეთი აპირებს მიიღოს ზომები ევროპული ღირებულებებისა და წესების გასავრცობად, მათ შორის ევროკავშირის შემდგომი გაფართოებისა და მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებისკენ. შვედეთან ერთად ინიცირებული აღმოსავლური პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, პოლონეთს სურს გააგრძელოს ასოცირების შეთანხმებების ხელმოწერის და თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნის პროცესი (ანუ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან).

 პოლონური თავმჯდომარეობა  ასევე მიზნად ისახავს განაგრძოს მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ. ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, მოსალოდნელია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მსვლელობისას, სადაც ყველა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელები პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2011 წლის სექტემბერში შეიკრიბება.

თავმჯდომარეობის ოფიციალური ვებ გვერდი განთავსებულია ბმულზე: http://pl2011.eu/en