ევროკავშირის საერთო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის 2012 წლის 14 სექტემბრამდე გაგრძელების თაობაზე.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარიგზავნა და დაიწყო თავისი საქმიანობა 2008 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ პრეზიდენტ მედვედევს და პრეზიდენტ სარკოზის შორის ექვსპუნქტიანი შეთანხმების და განხორციელების ზომების გატარების ხელმოწერის შედეგად.
მისიის მანდატს წარმოადგენს დაკვირვება ყველა მხარის შესაბამისობაზე ექვსპუნქტიანი შეთანხმებისადმი, საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა რათა ხალხს შეეძლოს მშვიდობიანი დაბრუნება საკუთარ სახლებში და განახლდეს ნორმალური ცხოვრება.