ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის დელეგაცია ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს თბილისში 24 ნოემბერს.
დელეგაციას მიესალმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბ-ნი ჯერარდ ფიშერი, რის შემდეგაც დელეგაციას მიეწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ზოგადი სიტუაციის, ისევე როგორც მანდატის, მიმდინარე საქმიანობის და მისიის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.