ხუთშაბათს 15 მარტს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩმა ტიშკევიჩმა თბილისში მისიის სათავო ოფისში საქართველოში ვიზიტით მყოფი ფრანგი სენატორებისა და ფრანგი ჟურნალისტების დელეგაცია მიიღო. დელეგაციას, რომელიც სენატში რიგ პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოადგენს, ხელმძღვანელობდა მ. ჟან მარი ბოკელი, ყოფილი მინისტრი და ამჟამად საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საფრანგეთის დელეგაციის წევრი.
ჩვენი ფრანგ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია მისიის როლსა და მუშაობაზე, იმ პროგრესზე, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სტაბილიზაციისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების თვალსაზრისით არის მიღწეული და ასევე სირთულეებსა და სამომავლო გამოწვევებზე. დელეგაციის წევრები ძალიან დაინტერესდნენ მისიის ხედვით ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მომხდარი ინციდენტებისა და დაკავებების რიცხვით და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივების განვითარებით. მათ მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ღირებული და შინაარსიანი პრეზენტაციისა და დისკუსიისთვის.