EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
13/11/2024 03:11:33
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3035/?month=12&year=2012
 
 უკან

ეუთოს წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალურ ოფისს ეწვივნენ

20.02.2012
ეუთოს თავმჯდომარის ახალი სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ელჩი პოდრიგ მერფი და მისი თანამშრომლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვივნენ. რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ დელეგაციას დამკვირვებლების საქმიანობა და მათ წინაშე არსებული გამოწვევები გააცნო. ამის შემდეგ, დელეგაცია  მისიის სადამკვირვებლო ჯგუფს სოფელ ოძისში გაჰყვა, რათა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურებ იენახა. ეუთოს წარმომადგენლები იძულებით გადაადგილებულ პირთა წეროვანის  დასახლება საც ეწვივნენ და იქ არსებულ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკვირდება როგორც ყველა მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებას, ასევე ადმინისტრაციულ საზღვრებთან თავისუფალი გადაადგილების საკითხებს და მუშაობს, რათა კრიზისის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას უსაფრთხო ყოველდღიური ცხოვრება ჰქონდეს. ნდობის აღდგენისაკენ მიმართული სამუშაოების ფარგლებში, ეუთო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს საქართველოს, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებს. აფხაზეთში მსგავსი შეხვედრები გაეროს ორგანიზებით ხორციელდება, სადაც  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც მონაწილეობს.

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 21 თებერვალს ერგნეთში გაიმართება.