EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2024 00:11:27
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3047/?page=21&year=2012
 
 უკან

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

22.03.2012

ხუთშაბათს, 22 მარტს,თბილისში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისში, მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ტიშკევიჩი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ლატვიის სახელმწიფო მდივანი, ბატონი ანდრის ტეიკმანისი ხელმძღვანელობდა. მას თან ახლდა საქართველოში ლატვიის ელჩი, ქალბატონი ელიტა გაველე. სტუმრები მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ და ბოლო სამ-ნახევარი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესსა და აწმყო და მომავალ გამოწვევებზე მიიღეს ინფორმაცია. დელეგაციის წევრები უსაფრთხოების კუთხით, განსაკუთრებით კი ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ. დელეგაცია ასევე გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე მიღწეულ პროგრესს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისში ვიზიტის შემდეგ,  დელეგაცია  მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია იქ განხორციელებული საქმიანობის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მიიღო. ბოლოს, დელეგაცია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული მდგომარეობის გასაცნობად მისიის სადამკვირვებლო ჯგუფს შეუერთდა. დელეგაცია კმაყოფილი დარჩა ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ მისიისაგან მიღებული ინფორმაციით და მისმა წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს რომ ლატვია სრულად მხარს უჭერს მისიის საქმიანობას.