5 აპრილს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აფრიკის რვა ქვეყნის წარმომადგენელი გაეროს დიპლომატი ეწვია. ელჩებმა ინფორმაცია მიიღეს მისიის საქმიანობის, მისი მანდატის, საქართველოში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის, ბოლოდროინდელი გამოწვევებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე გამახვილდა. დიპლომატები, სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად, ხანმოკლე ვიზიტით სოფელ ოძისის მახლობლად მდებარე ადმინისტრაციული საზღვრის მიდამოებსაც ეწვივნენ.