საქართველოში ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ხედვა საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენციას გაუწია მხარდაჭერა. 9 მაისს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პროექტის "ევროკავშირის მიმდინარე გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები" გამარჯვებულებმა თავიანთი კვლევები წარადგინეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა სტივ ბერდმა მონაწილეები დააჯილდოვა და უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მაღალ დონეზე შესრულებული დავალებების სირთულეს გაუსვა ხაზი.