EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2024 00:11:11
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3195/?page=6&year=2012
 
 უკან

პრეზენტაცია ფოთის დევნილთა სკოლაში

14.06.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა,  სამშაბათს, 12 ივნისს, ფოთში, დევნილთა #21 სკოლაში პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას 65 მოსწავლე და მასწავლებლები ესწრებოდნენ. რადგან დევნილი მოსწავლეებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა ადამიანური უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, პრეზენტაცია სტუდენტებისათვის ევროკავშირის შესახებ ძირითადი ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად. დამკვირვებლებმა ევროკავშირის ისტორიაზე, წევრ სახელმწიფოებზე, ფუნდამენტურ ღირებულებებსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე ისაუბრეს.

მოსწავლეებს გააცნეს მისიის მანდატი და ვალდებულებები. ასევე, ნაჩვენები იყო პატრულირებისას გადაღებული ფოტოები და რეგიონალური ოფისების რუკა მათი პასუხისმგებლობის არეალის მითითებით. ღონისძიება მეგობრულ გარემოში წარიმართა, რაც მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ინტერაქციას ეფუძნებოდა. ამასთან, დაისვა კითხვები კითხვა-პასუხის სესიაზე. მოსწავლეებს აინტერესებდათ თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად, დადიან თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფები გალსა და სოხუმში და გაუმჯობესდა თუ არა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობა ქვეყანაში. 


თეორიული პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირების პრაქტიკულ ასპექტებს გაეცნენ. სტუდენტები ენთუზიაზმით ჩასხდნენ დაჯავშნულ მანქანაში, სადაც საშუალება მიეცათ გამოეცადათ ღამის ხედვის მოწყობილობა, ბინოკლები, ფოტოკამერა, გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზრვრელი სისტემა (GPS), კომპასი და მოეზომათ ჯავშანჟილეტები.

პრეზენტაციის მიზანი იყო გადმოეცა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის ყოვლისმომცველი და კარგად გასაგები სურათი. ღონისძიებამ პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა როგორც მოსწავლეებში ასევე მასწავლებლებში.  ბევრმა სხვა სკოლამაც გამოხატა ინტერესი მომავალში ზუგდიდის  რეგიონალური  ოფისის დამკვირვებლებს უმასპინძლოს, რომლებიც დეტალურად განმარტავენ თუ რა საქმიანობას ეწევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.