EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 02:11:07
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3241/?month=12&year=2012
 
 უკან

ბრიუსელის კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგატები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ

29.06.2012
28-29 ივნისს, ბრიუსელში მდებარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელი კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგატები, ევროკომისიის წარმომადგენელთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ.

ვიზიტად მყოფი კომიტეტის ფუნქციაა რჩევები მიაწოდოს პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტს სამოქალაქო კრიზისების მართვის სფეროში, რაც ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ხოციელდება.

კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ბოლოს ორი წლის წინ ეწვია. მოცემული კომიტეტის საველე ვიზიტები მისიებში რეგულარულად ხორციელდება, რაც დელეგატებს საშუალებას აძლევს იურთიერთონ და მოსაზრებები გაცვალონ სხვადასხვა ადგილობრივ აქტორებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

სტუმრები მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ტიშკევიჩმა მიიღო. მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც მისია ადგილზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად ასრულებს.

ელჩმა ტიშკევიჩმა განაცხადა, რომ ვიზიტი მკაფიო ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად რჩება. ასევე, აღნიშნული ვიზიტი, მისიისა და ევროკავშირის სხვა აქტორების მხრიდან, კონფლიქტის მოგვარების მიზნით, სამშვიდობო პროცესის  მუდმივი მხარდაჭერის არსებობის მტიკცე გზავნილია.

საქართველოში ყოფნისას, კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგატები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვივნენ საიდანაც პატრულირებაზე გაემგზავრნენ, რათა საკუთარი თვალით ენახათ ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივ არსებული მდგომარეობა. მათ საშუალება ჰქონდათ მისიის მანდატის განხორციელებისას არსებული პროგრესი განეხილათ. დელეგატები ასევე  საქართველოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. გარდა ამისა, ისინი ესაუბრნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისს, გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ოფისს, ასევე გაეროს განვითარების პროგრამასა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს.

ასევე, 28 ივნისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისში მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად სამოქალაქო ოპერაციების მეთაური და სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უფროსია. იგი საქართველოში სხვადასხვა ადგილობრივ, ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან შესახვედრად ჩამოვიდა.

კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგატები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისში


                                    ადმინისტრაციულ საზღვართან (იხილეთ სხვა სურათები)


მისიის ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელები: ჰანსიორგ ჰაბერი და ანდჟეი ტიშკევიჩი