EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 10:11:11
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3263/?page=3&year=2012
 
 უკან

იტალიელი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

20.07.2012

20 ივლისს, მისი აღმატებულება, სანდრო დე ბერნარდინი, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს  პოლიტიკური და უშიშროების საკითხების განყოფილების  გენერალური დირექტორი  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია. მას მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა  ანდჟეი ტიშკევიჩმა,  და მის  მოადგილემ ჟ ერარ  ფიშერმა უმასპინძლეს.

( სტატიის გაგრძელება იხილეთ ფოტოს ქვემოთ)

მას შემდეგ, რაც ბატონ  დე ბერნარდინს ადგილზე საერთო სიტუაციის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის, მიმდინარე საქმიანობის და ბოლოდროინდელი გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ის  მისიის  მანდატის  ნდობის  აღდგენის  ასპექტით   დაინტერესდა. როგორც აღინიშნა, სტაბილურობა, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ საზღვართანკონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის საფუძველს წარმოადგენს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგმისი გ ანლაგების  შემდგომ,  მისიამ დაახლოებით 29,000 პატრულირება განახორციელა, რათა ც ეცხლის შეწყვეტის შეთანხმების  შესრულების მონიტორინგი ჩაეტარებინა და  საომარი ქმედებების განახლების  თავიდან აცილება უზრუნველყო. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებმა, რომლებიც  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი ხელშეწყობით ტარდება,  და მხარეების დამაკავშირებელმა  ცხელმა  ხაზმა  შედეგი გამოღეს. მათი საშუალებით კ ონფლიქტის მხარეებს შორის  დიალოგი  შედგა. აგრეთვე,  სიტუაციის განმუხტვა მოხერხდა, რომლის დაძა ბვის შესაძლებლობა არსებობდა.

ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას  აღმასრულებელი  მანდატი  არ გააჩნია, ამიტომ იგი  უშუალოდ ვერ აგვარებს მო სახლეობაში არსებულ  პრობლემებს.  თუმცა, ადგილზე საქმიანობის შედეგად მისიას შეუძლია  ადგილობრივი  მოსახლეობის  საჭიროებები  გამოავლინოს. ინფორმაცია შემდეგ ეგზავნება ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო, ან ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც  მატერიალური  მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლიათ. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თბილისის სათაო ოფისში ინფორმაციის მიღების შემდეგ  ელჩი დე ბერნარდინი მცხეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებთან ერთან ადმინისტრაციულ საზრვარზე პატრულირებაზე გაემ გზავრა და, აგრეთვე,   მისიის იტალიის კონტინგენტს  შეხვდა.