EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2024 00:11:15
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3352/?page=5&year=2012
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმატებული ფოტოგამოფენა მცხეთაში გრძელდება

16.10.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტოგამოფენა - "სიცოცხლე ხაზის გასწვრივ - პორტრეტები ადმინისტრაციული საზღვრიდან"  მცხეთობის დღესასწაულზე 2012 წლის 14 ოქტომბერს დასრულდა. ასობით სტუმარმა საქართველოდან და საზღვარგარეთიდან მისიის გორის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლის რეი კუპერის მიერ გადაღებული ამაღელვებელი ფოტოსურათები იხილა.


საგამოფენო დარბაზი სვეტიცხოვლის ტაძართან მდებარეობდა. ეს წერტილი მცხეთაში ჩამოსული ტურისტებისთვის ინტერესის მთავარ ცენტრს წარმოადგენს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მისი მცხეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები ღონისძიებებზე მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი. ფოტოსურათებმა გამოფენის ბევრ სტუმარზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მრავალმა მათგანმა უფრო ცხადად დაინახა ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები ადამიანების რთული საცხოვრებელი პირობები. 


მცხეთობა პოპულარული დღესასწაულია, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება. ათასობით ადამიანი სტუმრობს მცხეთას მრავალფეროვანი საცეკვაო და მუსიკალური წარმოდგენების სანახავად. დღესასწაულის ფარგლებში ასევე ტარდება მართლმადიდებელი ეკლესიის წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის ტაძარში, გარემოვაჭრეები ყიდიან ხელნაკეთ საგნებს, სადღესასწაულო საქონელს, მწვადს და ბამბის ნაყინს.

ფოტოგამოფენა მცხეთაში 5 ოქტომბერს გაიხსნა. იგი 2012 წლის 20-28 ოქტომბერს გორში გაგრძელდება. გორიდან გამოფენა ზუგდიდში იქნება გადატანილი.