EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 07:11:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3362/?page=6&year=2012
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოსწავლეების გადაადგილების თავისუფლებას აკვირდება

19.10.2012

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  არსებული მანდატის ფარგლებში, რომელიც სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურებისთვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს, მუდმივად ცდილობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობას. წლების განმავლობაში განსაკუთრებით სენსიტიურია ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე   დასწრების საკითხი სკოლებში . აევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ არაერთხელ დააყენა ეს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე, გასული წლების მსგავსად, სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ადმინისტრაციული საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების  შეზღუდვასთან დაკავშირებით რამდენიმე ანგარიში მომზადდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება გადაადგილების თავისუფლების საკითხს და ეს შემთხვევები შესაბამის შეხვედრებზე განიხელება.

მისია აგრძელებს ადამიანის ძირითადი უფლებებ ის - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და გადაადგილების თავისუფლების ხელმისაწვდომობაზე დაკვირვებას.