სამშაბათს, 6 ნოემბერს, აშშ-ს საგანგებო ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში მელანი ვერვირი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია. მას თან ახლდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და თბილისში აშშ-ს საელჩოს დიპლომატები. ელჩი ვერვირი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის და ყოველდღიური სადამკვირვებლო საქმიანობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებსა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ დაუცველობის პრობლემებზე. საუბარი ასევე შეეხო გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუციას და წამყვან სამინისტროებსა და ოფიციალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა ჩართულობისა და წარმომადგენლობის საკითხებს. მონაწილეები ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის აღნიშნულ თემებზე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.