EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 22:11:46
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3422/?page=6&year=2012
 
 უკან

ელჩი ტიშკევიჩი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია

10.11.2012
9 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ტიშკევიჩი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია. იგი ახლადდანიშნულმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და სამინისტროს შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატს, რომლის მიხედვითაც მისია აკვირდება ყველა მხარის მიერ ევროკავშირის მეშვეობით მიღწეულ ექვსპუნქტიან შეთანხმებასთან და მისი განხორციელების ზომებთან შესაბამისობას. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანმა შეთანხმებამ 2008 წლის ომი დაასრულა. 

აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე მისიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან და მას შემდეგ პოლიციის დანაყოფებისა და შსს სტრუქტურების საქმიანობას აკვირდება. განსაკუთრებული ყურადღება ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე განხორციელებულ საქმიანობას ეთმობა.

ბატონმა ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა მისიის მიერ ადგილზე სტაბილურობის ხელშესაწყობად ჩატარებული სამუშაოები. მან მოკლედ აღწერა სამინისტროში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა შსს-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის თანამშრომლობა გაგრძელდეს და თუ შესაძლებელია გაუმჯობესდეს. მინისტრმა განაცხადა, რომ პირადი გარანტორი იქნება, იმისა რომ მისია შეძლებს შეასრულოს სადამკვირვებლო საქმიანობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან პოლიციის ყველა დანაყოფში საჭიროებისამებრ.
ელჩმა ტიშკევიჩმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და სატელეფონო ცხელი ხაზის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ორივე მექანიზმმა არაერთხელ აჩვენა, რომ მათ არსებობას დიდი სარგებელი მოაქვს დაძაბული სიტუაციების განმუხტვის პროცესში. ელჩმა ასევე მაღალი შეფასება მისცა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების ყველა მონაწილის კონსტრუქციულ მიდგომას.