EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:40
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3483/?page=4&year=2012
 
 უკან

უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის განცხადება ევროკავშირის სახელით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

25.11.2012
ძალადობა და სასტიკი მოპყრობა ყოველდღიურ ზეგავლენას ახდენს ყველანაირი წარმომავლობის ქალზე. მსოფლიოში ათიდან შვიდი ქალი ამბობს, რომ ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. ძალადობა არ აქვს გეოგრაფიული, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო საზღვრები. ეს არის ფენომენი, რომელიც გავლენას ახდენს ყველა საზოგადოებაზე და მრავალ განსხვავებულ შემზარავ სახეს იღებს: მათ შორისაა სექსუალური ძალადობა და ქალთა იძულებით წინდაცვეთა, იძულებით ქორწინება და ოჯახის ღირსების აღდგენის მიზნით ჩადენილი მკვლელობები ქალების მიმართ ძალადობა სავარაუდოდ ჩვენი დროის ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ეს არის დარღვევა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით მსხვერპლი ჰყავს და საშინელ ფიზიკურ და ემოციურ ტკივილთან არის დაკავშირებული.

ჩვენ ხელი უნდა  შევუწყოთ არა მხოლოდ ძალადობის თავიდან აცილებას, არამედ ვიმუშაოთ, რათა ქალებს ხელი მიუწვდებოდეთ ეკონომიკური შესაძლებლობებზე, რათა მათ მიიღონ თანაბარი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გაუქმდეს დისკრიმინაციული კანონები და წესები, უზრუნველყოფილი იყოს ქალებისა და გოგონების უსაფრთხოება სახლებში, ოფისებში, ქუჩებსა და სკოლებში.

ევროკავშირი მოწოდებულია ამ საქმეს გაუძღვეს. გენდერული ძალადობისგან დაცვა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის მთავარი ელემენტია. ჩვენ ამ მიმართულებით გავააქტიურეთ ევროკავშირსა და გაეროს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ქალები და გოგონები განსაკუთრებით დაუცველნი კონფლიქტურ სიტუაციებში არიან. ამიტომ ჩვენ ევროკავშირის სამხედრო და საპოლიციო მისიების პრიორიტეტად გენდერული ძალადობის თავიდან აცილება და მის წინააღმდეგ ბრძოლა დავასახელეთ. მაგალითად, ევროკავშირის მისია კოსოვოში უკვე ჩართულია საომარი მოქმედებების დროს გაუპატიურების შემთხვევების გამოძიებისა და გასამართლების პროცესში და ასევე ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაში. ეგვიპტეში ქალთა მიმართ ძალადობის შესამცირებლად ევროკავშირი 4 მილიონ ევროს ხარჯავს.

ქალთა და გოგონათა მიმართ ყველა სახის ძალადობის აღმოფხვრა და პრევენცია პრიორიტეტული თემა იქნება ქალთა სტატუსის შესახებ გაეროს კომისიის 57 სესიაზე, რომელიც 2013 წლის მარტში გაიმართება. ევროკავშირი კომისიის წარმატების უზრუნველსაყოფად იმუშავებს.