2 დეკემბერს პოლონეთის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის სადამკვირვებლო ჯგუფს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაჰყვა. დელეგაციის შემადგელობაში შედიოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს საკითხებზე მომუშავე ოფიცერი ქალბატონი იოანა ვაშიევსკა და პოლონეთის საელჩოს მრჩეველი ქალბატონი ანა ვარმინსკა. რეგიონალურ ოფისში დელეგაცია მისიის შესახებ ბრიფინგს დაესწრო. შემდეგ დელეგაციის წევრებმა მოინახულეს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება წეროვანში, რათა ენახათ რა პირობებში ცხოვრობენ დევნილები. პატრულირება ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ოძისში გაგრძელდა.