21 იანვარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, ეუთოსთან, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის ოფისთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გაეროს წარმომადგენელთან ერთად ორგანიზება გაუწია შეხვედრას, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოებას გააცნეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება, შედეგები და შინაარსი. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ კონფლიქტის მართვის და ნდობის აღდგენის თემებზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები.
ამ საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო ქალთა ორგანიზაციების ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ფორუმებზე კონფლიქტთან დაკავშირებული გენდერული პრობლემების ჩართვაზე იმუშაონ. შეხვედრა ასევე მიმართული იყო სამოქალაქო საზოგადოების ჟენევის პროცესის ფარგლებში განსახილველი საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებისაკენ.