ბოლო დღეების განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რუხის ხიდზე მიმდინარე ელექტრო გაყვანილობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს აკვირდებოდა. რადგან ხიდი ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს, სამუშოების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. მათ დაწყებამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ადგილზე მოქმედი უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს ცხელ ხაზზე ინტენსიურად უკავშირდებოდნენ. სამუშაოები უკვე დასრულებულია და პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს ყველა მონაწილე მხარეს მადლობა გადაუხადოს ამ საკითხის მიმართ მათ მიერ გამოჩენილი კონსტრუქციული მიდგომისთვის.