EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:10
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3625/?page=11&year=2013
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს პოლიციის შენაერთების ხელმძღვანელებს შეხვდა

06.02.2013

5 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი მისიის რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელებსა და პასუხისმგებელ პირებთან ერთად შეხვდა დასავლეთ საქართველოს   პოლიციური შენაერთების მეთაურებს .

ქუთაისში ჩატარებული შეხვედრის მიზანს პოლიციის ხელმძღვანელებისთვის , (რომელთაგან ზოგიერთი ახალდანიშნული იყო), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის   დეტალური ახსნა   წარმოადგენდა . შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ( შსს ) ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა დავით სუჯაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის მნიშვნელობა .

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მისიის სტრუქტურის , მანდატის , როლისა და საქმიანობის შესახებ . დეტალურად განხილული იყო 2008 წლის ომის შემდეგ შსს-სა და მისიას შორის ხელმოწერილი პოლიციის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფელი   მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ , რაც სამინისტროს მიერ აღებულ ვალდებულებებსაც მოიცავდა . როგორც ელჩმა ტიშკევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა , საპოლიციო ძალების მიერ მისიის საქმიანობის უკეთესად გაცნობა მისიის დამკვირვებლების ადგილზე მუშაობას ხელს შეუწყობს .

7 თებერვალს , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ საქართველოს პოლიციის ხელმძღვანელებთან გამართულ მსგავს შეხვედრაში . გასული წლის დეკემბერში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით   წარმატებული შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გაიმართა .