საქართელოში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია დაეხმარა არასამთავრობო გამნაღველ ორგანიზაცია „Halo Trust” -ს აუფეთქებელი ბომბების მოძიებაში, რომლებიც 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩამოგდებული თვითმფრინავზე იმყოფებიდა. ამჟამად ბომბები განადგურებულია და მოსახლეობას საფრთხეს აღარ უქმნის.
აუფეთქებელი ბომბები და სხვა მოწყობილობები კონფლიქტის დასრულების შემდეგ ხშირად რჩება სადავო ტერიტორიებზე. გამონაკლისი არც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზია. 2008 წლის შემდეგ აუფეთქებელი საბრძოლო მასალის უმეტესი ნაწილი ნაპოვნი და მონიშნუალია, ხოლო ნაწილი კი არის განადგურებული „Halo trust”-ის მიერ - განაღმვაზე ორიენტირებული/ფოკუსირებული არასამთავრობო ორგანიზაცია.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირების ჯგუფებმა განსაზღვრეს აუფეთქებელი ბომბების ზუსტი მდებარეობა.
2008 წლის კონფლიქტის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეატყობინეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მახლობლად არსებული თვითმფრინავის აუფეთქებელი ბომბების შესახებ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფებმა წვლილი შეიტანეს აუფეთქებელი საბრძოლო მასალების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრაში, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობის, მათ შორის მეტყევეების, უსაფრთხოებას.
ამასთანავე, მხოლოდ 2017 წელს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოწოდებით გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა განიხილეს წინადადება მათი (აუფეთქებელი საბრძოლო მასალების) განადგურების შესახებ. შედგენილი იქნა სამოქმედო გეგმა, რათა აღმოეჩინათ და გაენადგურებინათ აუფეთქებელი საბრძოლო მასალები, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას - ძნელად მისადგომ და ხშირტყიან რელიეფზე იმყოფებოდა. თითქმის ორი წელი დასჭირდა გეგმის შემუშავებას და საქართელოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით მიღწეულ იქნა შეთანხმება, რათა Halo trust-ს დაეწყო მუშაობა. 2019 წლის ზაფხულის 4 დღის განმავლობაში ყველა აუფეთქებელი მოწყობილობა რომელიც ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებდოდა ადგილზევე უსაფრთხოდ იქნა განადგურებული.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მოსახლეობას და ხელისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.
იმ დროს, როდესაც Halo Trust-ი ახორციელებდა დამატებითი ძიებისა და შეფასების სამუშაოებს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს არსებული თემების სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით განაგრძო ყოფნა უფრო ფართო არეალში. Halo trust-ის მიერ კონტროლირებული აფეთქებების ოპერაციების დაწყებამდე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩაატარა პატრულირება და ადგილობრივ მოსახლეობას შეატყობინა დაგეგმილი აქტივობების შესახებ. მისიამ ასევე ითანამშრომლა Halo Trust-ის გუნდთან მათ საოპერაციო ბანაკში, სადაც განიხილეს მათი ყოველდღიური ოპერაციები და შემდეგ კი აღნიშნული გეგმების შესახებ შეატყობინეს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მეშვეობით, რათა თავიდან აეცილებინათ გაურკვევლობა და შიში დაცულობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოხატა თავისი მადლიერება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ ინფორმაციის გაზიარებისა და თვითმფრინავის აუფეთქებელი ბომბების განადგურებისას სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით უფრო ფართო არეალში გვერდით ყოფნისთვის.
2008 წლის ოქტომბერში დაარსებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სამოქალაქო შეუიარაღებელი სადამკვირვებელო მისია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალოდ 320 თანამშრომელი საქართველოსა და რუსეთს შორის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს, რათა ევროკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების ინფორმირების მეშვეობით ხელი შეუწყოს ადგილზე ვითარების სტაბილიზაციასა და ნორმალიზაციას. როგორც ერთადერთი მუდმივი საერთაშორისო დამკვირვებელი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ფუნდამენტურ როლს ასრულებს დაძაბულობის შემცირებაში და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
HALO Trust-ი არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიმართულება განნაღმვითი სამუშაოებია. ორგანიზაცია უძღვება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა სიცოცხლის დაცვას და საარსებო წყაროს აღდგენის საქმიანობას. განნაღმვითი სამუშაოების შესრულების გარდა HALO Trust-ი ასევე სხვა იარაღის, კერძოთ, კასეტური ბომბების, მცირე იარაღის საცავებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებლებას ახორციელებს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირების გუნდი კონტროლირებად აფეთქებამდე HALO Trust-ისბანაკშიმათ წარმომადგენლებთან საუბრობს
ერთ –ერთი კონტროლირებადი აფეთქება, რომელიც განხორციელდა HALO Trust-ის სპეციალისტების მიერ