EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
10/11/2024 12:11:18
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/36630/?page=5&year=2019
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია

28.08.2019
2019 წლის 28 ივნისს შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია, მათ შორის სპიკერი, დოქტორი ანდრეას ნორელი, სპიკერების მოადგილეები, ქალბატონი ოსა ლინდსტამი და ქალბატონი ლოტა ჯონსონ ფორნავი და პარტიის ჯგუფის ლიდერები  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) ეწვივნენ. დელეგაციას თან ახლდა შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ულრიკ ტიდესტრომი. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბატონი ერიკ ჰოგის მიერ ზოგადი უსაფრთხოების ვითარებისა და მისიის მუშაობის შესახებ წარდგენილი ბრიფინგის შემდეგ,  დელეგაცია  მცხეთის რეგიონალური ოფისის პატრულირების ჯგუფს შეუერთდა, რათა დაკვირვებოდა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებულ ოძისის კონტროლირებად გამშვებ პუნქტს.

პარლამენტარებს ადგილზე გააცნეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გამოწვევები არსებობს 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე გადაადგილების თავისუფლებას და დოკუმენტაციის კუთხით. პარლამენტარებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე დაყენებული ‘ბორდერიზაციის’ ნიშნები აჩვენეს, რაც ადგილობრივი თემების პრობლემების ფიზიკურ მანიფესტაციას წარმოადგენს. 

პარლამენტარებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შვედური კონტინგენტის ზოგიერთ წარმომადგენელს და გაეგოთ მისიაში მათი საქმიანობის შესახებ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა შვედეთს ამ წლების განმავლობაში მისიის ძლიერი მხარდაჭერისთვის. ამჟამად შვედეთს ყველაზე მეტი თანამშრომელი ყავს წარგზავნილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში - 20 მაღალკვალიფიციური პერსონალი.



შვედეთის პარლამენტის სპიკერი, დოქტორი ანდრეას ნორელი და სპიკერის პირველი მოადგილე, ქალბატონი ოსა ლინდსტამი ოძისში დამკვირვებლებს ესალმებიან


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი პარლამენტარებს  უსაფრთხოების ვითარებას აცნობს


შვედეთის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირების ჯგუფის ლიდერის გეორგიოს ლამპროსის ხელმძღვანელობით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს აკვირდება