27 თებერვალს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ოფიცერი პოლიტიკის საკითხებში შარლოტ ჰანტერი და ჩრდილოეთ ირლანდიის მოწვეული კონსულტანტი სტივენ ლიჩი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურ ოფისს ეწვიენ.
სტუმრებმა, რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ლიდერმა და საოპერაციო საქმიანობის ოფიცერმა სიღრმისეულად განიხილეს ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებული საკითხები და ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ღონისძიებები. მოგვიანებით, ქალბატონი ჰანტერი და ბატონი ლიჩი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად ენგურის ხიდთან პატრულირებაზე გაემგზავრნენ, სადაც ვითარებას ადგილზე გაეცნენ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც ესაუბრნენ.