EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:23
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/36713/?page=1&year=2019
 
 უკან

ადამიანის უფლებების დღე 2019: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმატებით ასრულებს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას

11.12.2019
დღეს, 10 დეკემბერს ადამიანის უფლებების დღეა. ის ასრულებს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ, 16 დღიანი აქტივიზმის კამპანიას, რომელიც დაიწყო 25 ნოემბერს, ქალების წინააღმდეგ ძალადობის უარყოფის საერთაშორისო დღეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წელს გაართიანა ძალების #OrangetheWorld კამპანიასთან, ნარინჯისფერის გამოყენებით ყველა გარე ღონისძიებასა და კომუნიკაციაში.  57 000 ადამიანზე მეტთან დამყარდა კავშირი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სოციალურ მედიაში ნაწარმოები კამპანიის შედეგად, რამაც დიდად გაზარდა აუდიტორიის ჩართულობა. მისიამ სხვადასხვა დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებს, სატარებლად ასეულობით ნარინჯისფერი ლენტი დაურიგა, როგორც გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერის სიმბოლო.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კამპანიაში მონაწილეობა მიიღო, 23 ღონისძიების გამართვით, რომლებიც მის ოთხივე ლოკაციაზე (თბილისი, მცხეთა, გორი, ზუგდიდი) ჩატარდა, ყოველდღე, გასული 16 დღის განმავლობაში. 

ეს ღონისძიებები მოიცავდა ვიზიტებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში,  ინოვაციური ფორუმის თეატრის წარმოდგენებს, მრგვალი მაგიდის დისკუსიებს და საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელებას გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვრეპლთათვის აუცილებელი მომსახურების შესახებ და ინტერაქტიულ პოსტერებს საკუთარი თანამშრომლებისთვის სადაც ისინი აღნიშნულ საკითხებზე თავის აზრს გამოხატავდნენ.

საკითხები მოიცავდა გენდერული ნიშნით ძალადობას, საზიანო გენდერულ სტერეოტიპებს, გენდერული ნიშნით ჩაგვრას, გენდერულ თანასწორობას და ქალების ადამიანურ უსართხოებას. ევროკავშირის სადამკვირვებო მისია ესაუბრა 600 ახალგაზრდა ადამიანს ძირითადად სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მდებარე 15 სკოლაში და 2 უნივერსიტეტში მოწყობილი ღონისძიებების მეშვეობით. 

„როდესაც გოგონებმა იციან თავიანთი უფლებები, იციან რომ გენდერული ნიშნით ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა და დახმარება ხელმისაწვდომია, მათ უკეთესად შეუძლიათ თავის დაცვა,“ თქვა 16 წლის გოგონამ, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩატარებულ პრეზენტაციას დაესწრო. „არსებობს ბევრი საზიანო გენდერული სტრეოტიპი, რომლებიც ასაზრდოვებენ უთანასწორობას და ძალადობას საზოგადოებაში,“ დაამატა მისმა თანაკლასელმა.
აღიარებს რა გენდერული ნიშნით ძალადობას, როგორც ადამიანის უფლებების მსოფლიოში ერთერთ ყველაზე სერიოზულ და გავრცელებულ დარღვევას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რჩება გენდერული ნიშნით ძალადობის ყველა ფორმის უარყოფის ერთგული.