EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 04:11:38
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/36718/?page=2&year=2019
 
 უკან

მისიის ხელმძღვანელის მოადგილე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატზე და როლზე ესაუბრა

12.12.2019
2019 წლის 12 დეკემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ქეით ფიერონი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის შემსწავლელ სტუდენტებს შეხვდა.

მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, საკუთარ ლექციაში  აუდიტორიას აუხსნა, რომ მისია ოპერირებს 11 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და 24 საათი კვირაში 7 დღე პატრულირებს როგორც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მიმდებარედ, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად დანარჩენ ტერიტორიაზე.

ლექცია ასევე მოიცავდა 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულების ისტორიას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გაშლას და ნდობის აღდგენის მექანიზმების გამოყენებას: ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა და ცხელი ხაზი. ქალბატონმა ქეით ფიერონმა ასევე ხაზი გაუსვა მისიის თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

ლექციაზე ყურადღება გამახვილდა მისიის როლზე, კონფლიქტით დაზარელებული მოსახლეობით დასახლებულ რაიონებში სტაბილურობის ხელშეწყობასა და ნდობის გაზრდაში, ისევე როგორც მისიის მნიშვნელოვან როლზე დაკვირვების და უსაფრთხოების ვითარების შეფასების კუთხით საქართველოში და ზოგადად რეგიონში. 

ქალბატონმა ფიერონმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რჩება ერთგული მოვლენათა შეფასებაში საკუთარი მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლის, წარადგენს რა ბრიუსელში და  ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა დედაქალაქებში  კოლეგებისთვის ანგარიშგებას ისე, რომ უზრუნველყოს მათი ინფორმირებულობა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. 



აუდიტორია, რომელიც 40 სტუდენტის შედგებოდა გამოხატა ცოცხალი ინტერესი მისიის საქმიანობის მიმართ, ლექციის შემდეგ გამართული კითხვა-პასუხის სესიის დროს. სტუდენტებმა გამოხატეს ინტერესი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის შეფასების მიმართ, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ, მათ შორის ახლახანს ჩორჩანა-წნელისის რაიონში არსებული დაძაბულობის შესახებ. დისკუსია ცოცხლად და საინტერესოდ წარიმართა.




ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ქეით ფიერონი უხსნის აუდიტორიას მისიის როლს და მანდატს


სტუდენტი სვამს კითხვას კონფლიქტის გადაწყევტის შესახებ


ქალბატონმა ქეით ფიერონმა ხაზი გაუსვა მისიის თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე


აუდიტორია, რომელიც 40 სტუდენტის შედგებოდა გამოხატა ცოცხალი ინტერესი მისიის საქმიანობის მიმართ, ლექციის შემდეგ გამართული კითხვა-პასუხის სესიის დროს