EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 00:11:37
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3676/?month=12&year=2013
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება პირდაპირ მოლაპარაკებებს ადმინისტრაციულ საზღვართან განლაგებულ ორ სოფელში არსებულ საყოფაცხოვრებო საკითხებზე

04.03.2013
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ცხელი ხაზის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შედეგად, 1 მარტს, გუგუთიანთკარსა და დვანში საყოფაცხოვრებო საკითხების თემაზე მრავალმხრივი შეხვედრები ჩატარდა. 

ორივე სოფელი ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივაა განლაგებული. მოცემულ სოფლებში ბოლო დროს აღმართული ბარიერები გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დე-ფაქტო ცხინვალის ადმინისტრაციისა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსეთის მესაზღვრეების წარმომადგენლებმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანდასწრებით, არსებული ვითარება ადგილზე განიხილეს.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მისია მიესალმება მხარეებს შორის პირდაპირ კომუნიკაციას ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად, რაც ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საკითხებსაც მოიცავს. მისია ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივ მდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებზე ყურადღებით დავაკვირვებას აგრძელებს. სავარაუდოდ, მოცემული საკითხი 18 მარტს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზეც განიხილება.