EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 00:11:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3682/?month=12&year=2013
 
 უკან

შვეიცარიის დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისში

05.03.2013
4 მარტს შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ეუთოს ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელი ელჩი ჰეიდი გრაუ, შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი და შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის რეგიონული დირექტორი ტობიას პრივიტელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვივნენ. სტუმრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ჟერარ ფიშერმა და საოპერაციო განყოფილების უფროსმა/პერსონალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კლაივ ტროტმა უმასპინძლეს.

ელჩმა გრაუმ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გადამწყვეტ როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, სადაც მისიის ხელმძღვანელი რეგულარულად წარადგენს მიუკერძოებელ ანგარიშს ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების განახლების აუცილებლობას. შვეიცარიელ სტუმრებს მისიის ბოლოდროინდელი საქმიანობისა და ადმინისტრაციული საზღვების მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ელჩი გრაუ განსაკუთრებით ჰუმანიტარული სიტუაციით, კერძოდ კი ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების საკითხით დაინტერესდა. ხაზგასმით აღინიშნა ცხელი ხაზის მნიშვნელობა მხარეებს შორის დროული და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად და იმ სიტუაციების განსამუხტად, რომლებმაც შესაძლოა დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიონ.