ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით, „ევროპის დღეები 2020“-ის ფარგებში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის ონლაინ ლექციის ჩასატარებლად მოიწვია, რომელიც დღეს ნაშუადღევს ჩატარდა.
მაისში „ევროპის დღეები“
საქართველოშიც აღინიშნება. საჯარო შეხვედრების, სემინარების და დისკუსიების მსგავსი
მრავალფეროვანი საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
მარეკ შჩიგელის ლექცია
ორიენტირებული იყო მისიის მანდატზე და აქტივობებზე, მათ შორის
COVID-19
-ის პანდემიასთან
დაკავშირებული გამოწვევების და პრობლემების კუთხით.
ნატოს და ევროკავშირის
შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „ევროპის დღეების“ აღნიშვნა
მიმართულია ევროკავშირის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის, ევროკავშირის
და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ცნობადობის ამაღლების, ასევე საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანების საჯარო მხარდაჭერის გაზრდისკენ.
ლექცია იწყება
მისიის ხელმძღვანელი ლექციის მონაწილეთა კითხვებს პასუხობს
კითხვა-პასუხის რეჟიმი გრძელდება