EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 20:11:40
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/36889/?page=2&year=2020
 
 უკან

წარმატების სტრუქტურა: გენდერულ საკითხებზე საკონტაქტო პირთა ქსელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ეფექტური გენდერული ინტეგრაციისთვის

26.10.2020
გენდერულ საკითხებზე საკონტაქტო პირთა ქსელი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გენდერული ინტეგრაციისკენ მიმართული ძალისხმევის საწინდარია. თავად ქსელი, რომელიც სამივე რეგიონალური ოფისის და სათაო ოფისის 17 თანამშრომლისგან შედგება, ხელს უწყობს და წარმართავს მისიის ძალისხმევას შიდა და გარე გენდერული ინტეგრაციისკენ. 

გენდერული ხედვების ჩართვა სამშვიდობო ოპერაციების ყველა ასპექტში არის ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელიც ჩამოყალიბდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ისტორიული 1325 რეზოლუციით და მისი შემდგომი რეზოლუციებით.

გენდერულ საკითხებზე  საკონტაქტო პირები თანამშრომლებს აძლევენ რეკომენდაციებს პროგრამის დაგეგმვის, პატრულირების, დაკვირვების, ანგარიშგების, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის საკითხებში გენდერული საკითხების წინ წამოწევის შესახებ. ისინი ასევე ხელს უწყობენ შესაძლებლობების განვითარების აქტივობებს, მაგალითად, საწყისი ტრენინგებისა და ბრიფინგების ჩატარებას ახალ თანამშრომლებისთვის გენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე. გენდერული საკითხების საკონტაქტო პირები ასევე აქტიურად უჭერენ მხარს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას, ასევე ორგანიზებას და კოორდინაციას უწევენ სპეციალურ სამოქმედო გარე ღონისძიებებს, მაგალითად, კამპანიებს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი აქტივობას  და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

„რეგიონალური ოფისის გენდერული საკითხების საკონტაქტო პირად მუშაობამ სხვა საკონტაქტო პირებთან ერთად მომცა შესაძლებლობა მომეხდინა გავლენა, არა მხოლოდ შიგნიდან ინფორმირებულობის ამაღლებით და მონაცემთა ანალიზის გაუმჯობესებით, არამედ გარედან კონკრეტული გასვლითი კამპანიების დროს. განსაკუთრებით შთამაგონებელი იყო იმის ნახვა თუ როგორ გაერთიანდა მთელი რეგიონალური ოფისი ევროკავშირის ფასეულობების შესახებ, უნივერსიტეტებში, სკოლებში ძირითად რესპოდენტებთან გარე ღონისძიების ჩასატარებლად.  გენდერული საკითხების საკონტაქტო პირთა ქსელი მთავარ როლს თამაშობს მისიის ოპერაციულ ეფექტურობაში და იძლევა როგორც საკუთარი თავის  განვითარების ისე სხვათა განვითარების დახმარების შესაძლებლობას“ ამბობს სანნე ოვერველდე-სლაგმანი, ზუგდიდის რეგიონალური ოფისში, გენდერული საკითხების საკონტაქტო პირი. 

გენდერული საკითხების საკონტაქტო პირები, გენდერული საკითხებზე არასრულ სამუშაო დღეს მუშაობენ და მათ შეუძლიათ მრავალი როლი შეასრულონ მისიაში, მაგალითად დამკვირვებლის, ჯგუფის უფროსის, ანგარიშგების ოფიცრის და ადამიანური რესურსის ოფიცრის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გენდერულ საკითხებზე საკონტაქტო პირებს დაწერილი აქვთ მითითებები მათი მუშაობის წარმართვისთვის. ისინი ინიშნებიან ნებაყოფლობით, მათი მოტივაციისა და მისიის გენდერული თანასწორობის განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერის ინტერესის გათვალისწინებით.

გენდერული საკითხების საკონტაქტო პირთა ქსელს კოორდინაციას უწევს მისიის გენდერული მრჩეველი და ის წელიწადში სამჯერ ხვდება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვევების გაცვლის, ასევე ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ინიციატივების დაგეგმვისა და განხილვის მიზნით.
მისიას ამჟამად ყავს გენდერული საკითხების ადგილობრივი და საერთაშორისო საკონტაქტო პირები სათაო ოფისსა და მის სამ საველე ოფისში, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის, შესაბამისობის და ადამიანის უსაფრთხოების საკითხების ჯგუფებში. 

„გენდერული საკითხების საკონტაქტო პირთა ქსელი ერთ – ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა,  რომლის მეშვეობითაც მისია მუშაობს გენდერული ინტეგრაციის გასაძლიერებლად და გენდერული თანასწორობის, როგორც ჩვენს მთლიან საქმიანობაში ძირითადი მნიშვნელობის და გადაკვეთის საკითხის უზრუნველსაყოფად. გენდერული საკითხების ჩვენი საკონტაქტო პირები არიან სხვადასხვა გამოცდილებით და აქვთ შესანიშნავი იდეები და ინიციატივები, რაც ჩვენს გენდერული ინტეგრირების პროცესებს უფრო ფართო ზემოქმედებით, კიდევ უფრო აძლიერებს“ ამბობს მისიის გენდერული საკითების მრჩეველი, სინი რამო.

2019 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გენდერული საკითხების საკონტაქტო პირთა ქსელი კიდევ უფრო გაძლიერდა ადგილობრივი თანამშრომლების ჩართვით.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებისას თარჯიმნად ყოფნის გარდა, მე ასევე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ გენდერული საკითხების საკონტაქტო პირად და ამ გზით, მისიაში გენდერულ თანასწორობას ვუწყობ ხელს. ეს ჩემს მუშაობას უფრო საინტერესოს ხდის და ამ პროცესში ბევრ რამეს ვსწავლობ. მაგალითად, მე მხარს ვუჭერ შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებებს, ვაკვირდები გენდერულ თემებზე სიახლეებს ადგილობრივ მედიაში და ვეძებ ადგილობრივ მოქმედ პირებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს“ ამბობს ტატიანა სხირტლაძე, მცხეთის რეგიონალური ოფისის, გენდერული საკითხების ადგილობრივი საკონტაქტო პირი.

„ყველა თანამშრომელს აქვს თავისი როლი მისიაში გენდერული თანასწორობისა და გენდერული ინტეგრირების გაძლიერების საქმეში, მაგრამ გენდერული საკითების საკონტაქტო პირები აქტიურ როლს ასრულებენ ამ პროცესების მხარდაჭერაში.” ამბობს ქ-ნი სხირტლაძე.


გენდერული საკითხების საკონტაქტო პირთა ქსელი შედგება რეგიონალური ოფისების და მისიის სათაო ოფისის თანამშრომლებისგან
(ფოტო გენდერული საკითების საკონტაქტო პირთა ქსელის 2020 წლის თებერვლის შეხვედრიდან)

გენდერული საკითების საკონტაქტო პირები რეგულარულად ხვდებიან ერთობლივი დაგეგმვისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის მიზნით.
(ფოტო გენდერული საკითების საკონტაქტო პირთა ქსელის 2020 წლის თებერვლის შეხვედრიდან)