EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
10/11/2024 10:11:00
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/36908/?page=3&year=2020
 
 უკან

ადამიანის უფლებების დღე 2020: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს გენდერული ნიშნის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის დასასრულს

10.12.2020
თბილისი, 2020 წლის 10 დეკემბერი -  ადამიანის უფლებათა დღევანდელ  დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  უერთდება სხვა ორგანიზაციებს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიური 16 დღიანი აქტივიზმის კამპანიის დასრულების აღსანიშნავად. ადამიანის უფლებების დღის წლევანდელი  ლოზუნგი „უფრო ეფექტური აღდგენა - ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფით“ მოქმედების მკაფიო მოწოდებაა: ადამიანის უფლებები უნდა იყოს COVID-19-ისგან აღდგენის ყველა ძალისხმევის ცენტრში.

COVID-19- ის მიერ გამოწვეული გამოწვევების მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად უჭერდა მხარს მიმდინარე წლის 16 დღიან კამპანიას. გასული 16 დღის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აქტიურად დაარიგა საინფორმაციო ფლაერები გენდერული ძალადობის შედეგად გადარჩენილთათვის არსებული დამხმარე სერვისების შესახებ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ დოკუმენტები ხელმისაწვდომი ყოფილიყო ისეთ სტრატეგიულ ადგილებში, როგორებიცაა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან მდებარე აფთიაქები, საზოგადოებრივი ცენტრები და მაღაზიები.

გორის რეგიონალური ოფისის მეშვეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე მხარი დაუჭირა ესეების წერის კონკურსს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის თემაზე: "ჩვენ ვგმობთ ქალთა მიმართ ძალადობას". ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, პედაგოგებს და კონკურსში მონაწილე 15 სკოლის ყველა მოსწავლეს.

ყველა ჩვენგანი მონაწილეობს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში

„დღეს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დღე აღინიშნება, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ რჩება ადამიანის უფლებების სერიოზულ და გავრცელებულ დარღვევად. მაგრამ მისი პრევენცია შესაძლებელია. ყველა ჩვენგანი მონაწილეობს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ უნდა ჩავერიოთ, ხმა ამოვიღოთ, დავუჯეროთ გადარჩენილებს და მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც ძალადობას განიცდის. ჩვენ უნდა გავზარდოთ ცნობიერება და მივცეთ მაგალითი", თქვა დღეს ელჩმა შჩიგელმა გორის ოფისი წარმომადგენლებსა და სკოლის მოსწავლეებისთვის თავის მიმართვაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა 4 დეკემბერს მოაწყო ონლაინ შეხვედრა, სადაც სამოქალაქო საზოგადოებასთან განიხილეს  გენდერული ნიშნით ძალადობის კონკრეტული შედეგები ქალებისთვის, განსაკუთრებით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის და / ან მოწყვლად ვითარებაში მცხოვრებთათვის, COVID-19-ის პანდემიის დროს.

„სამოქალაქო საზოგადოებასთან დისკუსია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია და მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ ჩვენს დიალოგს, თუნდაც ონლაინ ფორმატში. ამ კონკრეტულმა შეხვედრამ შემოგვთავაზა შესაძლებლობა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისთვის გენდერული ძალადობის მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების გამოწვევების შესახებ COVID-19-ის კონტექსტში.” თქვა სესილია კარლბერგმა, გენდერული საკითხების საკონტაქტო პირმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისში.

მიმდინარე წლის გლობალური კამპანიის თემამ „გაანარინჯისფერე მსოფლიო: დააფინანსე, უპასუხე, აღკვეთე, შეაგროვე!“ გააკეთა მოწოდება მიმდინარე პანდემიის დროს, გენდერული ნიშნით ძალადობის გაზრდილი დონის აღკვეთის და პასუხისკენ მიმართული მოქმედებისთვის. თვითიზოლაციამ და სხვა შემაკავებელმა ზომებმა, ასევე ჯანდაცვის სფეროს განსაკუთრებული მდგომარეობისგან გამოწვეულმა სტრესმა, კიდევ უფრო გააუარესა ვითარება, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის მხრივ, ხოლო, ამავე დროს, ჯანდაცვას, ფსიქოლოგიურ დახმარებას და თავშესაფრებს ნაკლები შესაძლებლობები აქვთ მზარდ მოთხოვნასთან გასამკლავებლად.

სწორედ ამიტომ, გენდერულ ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების ზომების გაძლიერება იქნება ისე მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში. დღეს,  ისე როგორც არასოდეს, როგორც ადამიანის უფლებების დღის წლევანდელი ლოზუნგი შეგვახსენებს, ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები: დავიცვათ მოკლევადიან პერიოდში რათა ვუპასუხოთ მიმდინარე კრიზისს და გამოვიდეთ მისგან; დავიცვათ გრძელვადიან პერიოდში რათა შევქმნათ COVID-19-ის შემდგომი სამყარო, რომელიც თანამდეროვე და მომავალი თაობებისთვის უკეთესი და უფრო სამართლიანი იქნება.




ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები ტოვებენ გენდერული ნიშნის ძალადობის შესახებ საინფორმაციო ფლაერებს, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს არსებულ მაღაზიაში


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აქტიურად აღნიშნა კამპანია ცნობიერების ამაღლების და სოციალური მედიაში ჩართულობის მეშვეობით


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მხარი დაუჭირა ესეების წერის კონკურსს გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის და ბუკლეტად გამოსცა გამარჯვებული ესეები


10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დღე აღნიშნავს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიიანი აქტივიზმის კამპანიის ოფიციალურ დახურვას. ადამიანის უფლებების წლევანდელი დღე აღნიშნება სლოგანით „უფრო ეფექტური აღდგენა - ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფით“, რომელიც ხაზს უსვამს იმას რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს COVID-19-ისგან აღდგენის მცდელობების ცენტრში