EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 20:11:13
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/36919/?month=12&year=2021
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარე შეხვდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ახალ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში

21.01.2021
2021 წლის 21 იანვარი - საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა მონაწილეობა მიიღო ვირტუალურ შეხვედრაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, ელჩ ანიკა სოდერთან.

მისიის ხელმძღვანელმა მიულოცა ელჩ სოდერს მისი დანიშვნა და გამოთქვა საკუთარი მზადყოფნა გააგრძელოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ეუთო-ს შორის არსებული შესანიშნავი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის თანა-თავმჯდომარეების რანგში.

ხაზი გაესვა ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დიდ მნიშვნელობას მონაწილეების შორის დიალოგის უზრუნველყოფის კუთხით  და ორივე თანა-თავმჯდომარე შეთანხმდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრების 98-ე რაუნდის მოსაწვევად ერთობლივ მუშაობაზე. ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ბოლო შეხვედრა ჩატარდა 2020 წლის 24 სექტემბერს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი მიზნად ისახავს ადგილზე უსაფრთხოების გაუმჯობესებას, მონაწილეთა შორის ნდობის განმტკიცებას და კონკრეტული გადაწყვეტილებების მოძიებას იმ საკითხებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდება.

14 იანვარს, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანნ ლინდეს მიერ, ეუთოს მუდმივი საბჭოსთვის მიმართვაში, როგორც მაღალი პრიორიტეტის მქონეს,  ხაზი გაესვა ეუთოს რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოგვარების შემდგომ მცდელობებს.