EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
15/11/2024 05:11:11
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3699/?page=16&year=2013
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქალთა საერთაშორისო დღეს საქართველოს მასშტაბით აღნიშნავს

11.03.2013

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამმა რეგიონალურმა ოფისმა ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება გამართა. 7 მარტს გორის რეგიონალურმა ოფისმა ვიდეო ჩვენება მოაწყო თემაზე "იცოდე შენი უფლებები", რომელიც საქართველოში ქალთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებებზე ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. ამის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "თანხმობის" წარმომადგენლებთან ერთად, პრეზენტაციები და დისკუსია  გაიმართა . ღონისძიებას გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები და ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლების მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.



7 მარტს მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა ასევე უმასპინძლა ვიდეო ჩვენებას ქალთა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ასევე, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია  "უკეთესი მომავლისთვის"-თან  ერთად წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად  ორგანიზებული იყო ველორბოლაც . 8 მარტს საერთაშორისო ქალთა დღე დუშეთში აღინიშნა, სადაც მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ხვარამზემ" ერთობლივი ღონისძიება გამართეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის ხელნაკეთი ნივთების შექმნისათვის საჭირო უნარების შესწავლას. ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებმა მუსიკალური, პოეზიის და საცეკვაო წარმოდგენები გამართეს.

 

 

9 მარტს ზუგდიდის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები და საოპერაციო განყოფილების უფროსი/პერსონალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კლაივ ტროტი ოდიშის ტელევიზიის დილის გადაცემაში იყვნენ მოწვეულნი. მდედრობითი სქესის დამკვირვებლებმა აღწერეს თუ რას ნიშნავს მათთვის  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობა და ისაუბრეს სხვა მისიებში და თავიანთ ქვეყნებში მიღებული გამოცდილების შესახებ. ასევე განიხილეს  ქალთა კარიერისა და თანასწორი უფლებების თვალსაზრისით არსებული  შესაძლებლობები და გამოწვევები . განსაკუთრებით აღინიშნა ქალთა მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამშვიდობო პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.