EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 04:11:21
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/37116/?page=2&year=2021
 
 უკან

ლიდერი ქალები: გაიცანით მიჰაელა გერასიმი, გორის რეგიონალური ოფისის უფროსი

03.12.2021

შეგიძლიათ აღწეროთ მისიაში თქვენი ამჟამინდელი თანამდებობა და სფეროები, რომლებზეც ამახვილებთ ყურადღებას?

2018 წლის 1 ივლისიდან მე ვარ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყველაზე დიდი რეგიონალური ოფისის, გორის ოფისის უფროსი. ამ თანამდებობაზე მე ვხელმძღვანელობ, ადგილობრივი და ევროკავშირის წევრი დაახლოებით 21 სახელმწიფოს წარმომადგენელ, დაახლოებით 95 თანამშრომელს. მათ სხვადასხვა გამოცდილება აქვთ -- სამოქალაქო, საპოლიციო, სამხედრო და ხშირად ისინი იგზავნებიან ერთი ან ორი წლით რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად თანამშრომელთა მაღალი მიმოქცევის პირობებში ვმუშაობთ.

ოფისი შემდგარია რამდენიმე სადამკვირვებლო ჯგუფის გარშემო, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადგილზე პატრულირებაზე, წელიწადში 365 დღე, 24 საათი, კვირაში 7 დღე. ჩვენ ასევე გვაქვს საოპერაციო კომპონენტი, რომელიც პასუხისმგებელია კომპლექსურ დაგეგმარებაზე, ანგარიშგების განყოფილება, რომელიც აგროვებს ველიდან შემოსულ სრულ ინფორმაციას და ადმინისტრაციული თანამშრომლები, რომლებიც დიდ დახმარებას გვიწევენ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.  

ჩემი მთავარი მოვალეობა არის ვუხელმძღვანელო, წარვმართო და ვმართო რეგიონალური ოფისის მუშაობა და თანამშრომლები, რათა ვუზრუნველყო ის, რომ ყველა ეს დანაყოფი და კომპონენტი ერთობლივად მუშაობს მისიის მანდატის ეფექტიანად განხორციელებისთვის. 

1.        გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელობამდე თქვენ შეუერთდით ევროკავშირის სადამკვრივებლო მისიას როგორც დამკვირვებელი. შეგიძლიათ მეტი გვითხრათ მისიაში თქვენი საქმიანობის დასაწყისზე? 

სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც 10 წლის წინ მისიას შევუერთდი არც კი ვიცოდი რისი მოლოდინი მქონოდა! მე სამოქალაქო სექტორის გამოცდილება მქონდა, ვმუშაობდი სრულიად განსხვავებულ სფეროში და მომიწია მოვრგებოდი და მესწავლა თუ როგორ მემუშავა საერთაშორისო გარემოში. ასევე მე ეროვნულ უწყებაში მრჩევლად, ქუსლებზე შემდგარი მუშაობიდან გადავერთე ყოველდღიურად ველზე ყოფნაზე, ჩექმაში და ტალახში!

ნულიდან მომიწია უამრავი რამის სწავლა: როგორ გამოიყენო რაცია, როგორ მართო მანქანა უგზოობაში, როგორ მოახდინო საკუთარი თავის ორიენტირება რუკით და GPS- ით და ასე შემდეგ. მე მომიწია საკუთარი თავის გამოწვევა და დამტკიცება, რომ მე, სამოქალაქო ქალს, შემეძლო ამ ყველაფრის გაკეთება საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის გარემოში. ძალიან მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის. ის, რომ ველის გამოცდილება მაქვს, მე რეგიონალური ოფისის უკეთეს უფროსად მხდის, რადგან მე ვიცი ის პირველადი სამუშაო, რომელსაც ჩემი თანამშრომლების უმეტესობა ყოველდღიურად აკეთებს. 

2.        რა იყო უდიდესი გამოწვევები, რომლებსაც თქვენი კარიერის განმავლობაში შეხვედრიხართ? 

ადვილი არ არის იყო სამოქალაქო ქალი მმართველი საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკ ის გარემოში, სადაც დაქვემდებარებულ თანამშრომელთა უმრავლესობას საპოლიციო ან სამხედრო გამოცდილება აქვს. შენ მუდმივად გიწევს დამტკიცება, რომ გაგაჩნია ცოდნის დიდი მარაგი, რომ ხარ ძლიერი, რომ შეგიძლია სწრაფად მიიღო კარგი გადაწყვეტილებები და გამოავლინო ლიდერობის მყარი უნარები რათა გუნდი გენდოს და გამოგყვეს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩემი კარიერის განვითარების განმავლობაში, მუდმივად ვცდილობდი ჩემი პასუხისმგებლობის არეალი მცოდნოდა ნებისმიერ სხვაზე უკეთესად; საკუთარი თავისგან ვითხოვდი იმაზე მეტს, ვიდრე ვითხოვდი სხვისგან, რასაც ახლაც ვაგრძელებ. ამ როლში უკვე 3 წელზე მეტია ვარ, მაგრამ ჩვენი მაღალი მიმოქცევის გამო, მუდმივად მიწევს საკუთარი თავის დამტკიცება ჩვენი ახალი თანამშორმლების ნაწილისთვის.

რამდენიმე რამ ნამდვილად დამეხმარა. პირველი, ჩემთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიური პროცესის ქონა: მე ვეკითხები ჩემს გუნდებს მათ აზრს, მე ვისმენ და შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას. მეორე, მე არ მეშინია გადაწყვეტილების მიღების და მასზე მყარად დგომის. მესამე, მე ასევე არ მეშინია დაშვებული შეცდომის აღიარების, როდესაც ეს ხდება, ან იმის თქმის, რომ არ ვიცი მაგრამ ამ საკითხზე დაგიბრუნდები რაც შეიძლება სწრაფად. მეოთხე, მე ღიად ვეძებ უკუკავშირს ჩემი ხელმძღვანელებისგან და ასევე ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი კოლეგებისგან. და, ბოლოს, რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ პირადი მაგალითის მისაცემად და მართვის საკუთარი უნარების მუდმივად გასაუმჯობესებლად.  

3.         რა არის თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე? და რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ქალებს ვისაც აქვთ სურვილი გაიკეთონ კარიერა კრიზისების სამოქალაქო მართვის სფეროში? 

ვიტყოდი, რომ ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე ჩემი შეუპოვრობაა, ის ფაქტი, რომ თუ დღეს არ გამომივიდა, მე კიდევ ვცდი და ხვალ უკეთ გავაკეთებ. ეს ნამდვილად დამეხმარა, როდესაც მისიას შევუერთდი; მე არასოდეს ვნებდები. ეს არის რასაც ვეტყოდი ახალგაზრდა ქალებს, ეს არის რასაც ვეუბნები ქალებს, რომლებსაც ფორმალურად ან არაფორმალურად ვხელმძღვანელობ: „გააკეთე ყველაფერი რაც შეგიძლია და არასოდეს დაეჭვდე იმაში, რომ თუ კარგად იმუშავებ და არ დანებდები, შენ შეგიძლია წარმატების მიღწევა“. 

4. რა იყო აქამდე მისიაში პირადად თქვენთვის ყველაზე საინტერესო ან დასამახსოვრებელი გამოცდილება?

ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რეგიონალურ ოფისში მაღალი სამოქმედო ტემპია და მე მომიწია რამდენიმე გამოწვევის დაძლევა როგორც ზემოთ ავღნიშნე როდესაც პირველად შევუერთდი მისიას, ან მოგვიანებით, როდესაც დავიმკვიდრე საკუთარი თავი რეგიონალური ოფისის უფროსად. მაგრამ ეს ამად ღირდა. ჩვენი ძალისხმევის შედეგი ნამდვილად თვალსაჩინოა, როდესაც ვხედავთ დადებით შედეგს მშვიდობისა და სტაბილურობის მხრივ რეგიონში, იმ მოსახლეობისთვის რომელთანაც ვმუშაობთ; როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვები მოდიან და გვესალმებიან პატრულირების დროს, მას შემდეგ რაც მოვახდინეთ მათთან ერთად რამდენიმე აქტივობის ორგანიზება; როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ფაქტობრივად ვეხმარებით ადამიანებს იმაში, რომ ჰქონდეთ უკეთესი ცხოვრება.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დიდი ჩართულობა, როგორც ჩვენი სადაკვირვებლო საქმიანობის ისე გარე ღონისძიებების კუთხით, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, კონფლიქტით დაზარალებული ქალებსა და ბავშვებთან ან თავშესაფრებსა და გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად. რამდენიმე ჩემი ყველაზე სასიამოვნო მოგონება პირდაპირ დაკავშირებულია მსგავს აქტივობებთან, მაგალითად გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი აქტივიზმის, ბავშვთა დღის ან ქალთა საერთაშორისო დღის კამპანიები.

  რა უნდა შეიცვალოს შემდეგი 5-10 წლის განმავლობაში?

მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ გენდერულად მგრძნობიარე ლიდერობის აღქმა, რომ ჩვენ ავუხსნათ ლიდერებს თუ რას ნიშნავს ეს, რა ფომებს იღებს და რა არის მისი სარგებელი. ასევე გადამწყვეტი იქნება ევროკავშირის ინსტიტუციებისთვის და წევრი ქვეყნებისთვის მეტი ქალის მოზიდვა და მხარდაჭერა საერთო უსაფრთოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიებში მონაწილეობაზე განაცხადის მისაღებად.