EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 20:11:38
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/37304/?month=12&year=2022
 
 უკან

ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასათვის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დღეს საქართველოში

12.12.2022

10 დეკემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობას ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის წლისთავის აღსანიშნავად, ისტორიული დოკუმენტი , რომელიც მიღებულ იქნა 1948 წელს და რომელიც მოქმედებს როგორც საყოველთაო და ეფექტური აღიარებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებებს დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების ქვაკუთხედი. მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა დღე აღინიშნა თემით „ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასათვის“. 10 დეკემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე დაასრულა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიანი კამპანია, რომელიც დაიწყო 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს.

ზამთრის საოცრებათა ბაზრობა ადამიანის უფლებათა დაცვის დღის აღსანიშნავად  

მისიამ შიდა ქართლში , სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენელთან, გორის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან ერთად , გორის ხელოვნების სკოლაში ზამთრის საოცრებათა ღია ბაზრობა მოაწყო. ბაზრობა მოეწყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად და მონაწილეები წარმოადგენდნენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებულ სოფლებს, დევნილთა დასახლებებს და სოციალურ საწარმოებს.

   

„ნატვრის ხეები“ და აუქციონი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღის აღსანიშნავად

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე შეუერთდა გლობალურ მოწოდებას გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16-დღიანი კამპანია ისეთი განსაკუთრებული ღონისძიებებით, როგორიცაა „ნატვრის ხეები , ადგილობრივ სკოლებთან ერთად  ხატვის კონკურსები და საიუველირო ნაკეთობების აწყობის მასტერკლასი. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები შშმ პირთა საერთაშორისო დღის კონტექსტში აქტიურად იყვნენ ჩართული ისეთ სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა შავშვების, ბერშუეთის, გორის სამხატვრო სკოლის, №4 სკოლის ბავშვების ნახატების აუქციონი, რომელიც ჩატარდა თემაზე „ადამიანის უფლებები ჩემს ცხოვრებაში და საზოგადოებაში“. აუქციონის დროს შეგროვებული თანხა შშმ პირთა მხარდამჭერ გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს გადაეცა.

   

საქართველო ში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებმა მორიგ ჯერზე გამოუხატეს მხარდაჭერა გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაზე მომუშავე ორგანიზაციებს.

წელს, ადამიანის უფლებათა დღის და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღის აღსანიშნავად, ჩვენ კიდევ ერთხელ გავერთიანდით, რათა გადავდგათ ნაბიჯი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასასრულებლად და წვლილი შევიტანოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიან აღიარებასა და დაცვაში.