EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2024 00:11:43
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3737/?page=4&year=2013
 
 უკან

უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის და ევროკომისარის შტეფან ფულეს ერთობლივი განცხადება საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების ერთხმად მიღების თაობაზე

27.03.2013
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულეს წარმომადგენლებმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთეს:

"უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე პრეზიდენტი ეშტონი და კომისარი ფულე მიესალმებიან გუშინ საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილების ერთხმად მიღებას. პარტიებს შორის მიღწეული კონსენსუსი, რომელსაც ეს შეთანხმება ეფუძნება, ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ყველა მხარის მიერ ეროვნულ ინტერესებში მოქმედი ეფექტიანი მმართველობის ერთგულებაზე მეტყველებს. საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ადასტურებს დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის როლს ახალი მთავრობის დანიშვნის დამტკიცებაში, საქართველოს დემოკრატიას კონსოლიდაციას უწევს და ქართულ პოლიტიკაში ყველა მხარეს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის. უმაღლესი წარმომადგენელი და კომისარი ფულე საქართველოში ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებენ კონსტრუქციულად გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ."