EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 21:11:30
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/37445/?month=11&year=2023
 
 უკან

მისიამ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან ერთად დოკუმენტური ფილმის ჩვენებას უმასპინძლა

08.09.2023
მშვიდობის, კონფლიქტის მოგვარებისა და შერიგების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან ერთად გასულ პარასკევს, 8 სექტემბერს უმასპინძლა დოკუმენტური ფილმის ჩემი კავშირები აფხაზეთთან საჯარო ჩვენებას. ფილმი, რომლის რეჟისორია ზვიად მჭედლიშვილი - რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების ჟურნალისტი - მოგვითხრობს პოსტკონფლიქტურ თაობაზე, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო მყიფე მშვიდობა 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის შემდეგ. ფილმის ჩვენება ჩატარდა წნორში, ცოდნის კაფეში, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გასვლითი ღონისძიების ნაწილი, რომლის მიზანია წაახალისოს რეგიონალური აუდიტორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზის 2023 წლის კონკურსში მონაწილეობისკენ. 


იდენტობის ნაწილი

ჩემი კავშირები აფხაზეთთან ეხება საქართველოს ახალგაზრდებს, რომლებიც საუბრობენ კონფლიქტზე, რომელსაც თავად არ შესწრებიან, რადგან ისინი 1992-1993 წლების ომის შემდეგ დაიბადნენ ან ძალიან ახალგაზრდები იყვნენ მის დასამახსოვრებლად. ამის მიუხედავად  როგორც ქართველები ისინი დგანან მისი შედეგების პირისპირ და ზოგჯერ მათ აკისრიათ პასუხისმგებლობა იმ ზიანზე, რომელიც კონფლიქტმა მიაყენა როგორც აფხაზურ, ისე ქართულ თემებს. მიუხედავად ამისა, ფილმი ამახვილებს ყურადღებას კონფლიქტის ანალიზსა და პოლიტიკის გარშემო, არამედ ის აქცენტს აკეთებს საქართველოს მოქალაქეების ჩვეულებრივ ცხოვრებაზე. 

,,ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ყურადღების გამახვილებით, ვცდილობდი უფრო ღრმად ჩამეღწია მათ აზრებსა და გრძნობებში. მათ ემოციებში ხანდახან მესმოდა მათზე უფროსი თაობის მიერ გადმოცემული უარყოფითი კოლექტიური მეხსიერების გამოძახილი“, - ამბობს რეჟისორი ზვიად მჭედლიშვილი. მისი თქმით, ფილმის გმირები აფხაზეთში არასოდეს ყოფილან და არც ნათესაური კავშირი ჰქონიათ. „თუმცა ისინი გულწრფელად სცემენ პატივს აფხაზურ კულტურას, ტრადიციებსა და ენას, როგორც რაღაც მშობლიურს, მათთვის ახლობელს და თუნდაც მომხიბვლელს. გადაღებებმა ცხადად მაჩვენა, რომ ფილმის გმირებისთვის აფხაზეთი მხოლოდ თვითგამოცხადებული რეგიონი კი არ არის, ის მათი იდენტობის ნაწილია“, - დასძინა ზვიად მჭედლიშვილმა.

,,სამშვიდობო პროექტებზე 10 წლიანი მუშაობის შედეგად  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ახალი თაობის განწყობისა და დამოკიდებულების საკმაოდ ხელშესახები ცვლილება გამყოფი ხაზის ორივე მხრიდან [აფხაზეთსა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი]. ეს ახალგაზრდები ჯერ კიდევ არ არიან გადაწყვეტილების მიმღებები მაგრამ მათი შერბილებული დამოკიდებულება – რომლის გადმოტანაც ჩვენ ვცადეთ ჩვენს ფილმში – იმედის მომცემია მომავლისთვის “, - განაცხადა ფილმის პროდიუსერმა, ირაკლი ჩიხლაძემ. 


ღია დისკუსია 

ფილმის ჩვენებას მოჰყვა ღია დისკუსია, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ ადგილობრივ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, ფილმის რეჟისორს და პროდიუსერს, ასევე ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის წარმომადგენელს. „ფილმმა და დისკუსიამ ჩვენს მაყურებელს საშუალება მისცა უკეთ გაეგო ჩვენი უახლესი ისტორია. ის ასევე დაეხმარა მათ აზრის ჩამოყალიბებაში და საკუთარ იდენტობაზე ფიქრში. მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ ასეთ ღონისძიებებს ჩვენს სოციალურ საწარმოში, რადგან გამოცდილების გაზიარება და ახალგაზრდების ინტელექტუალური ჩართულობა ჩვენი პრიორიტეტია“, - განაცხადა ნანა ბაგალიშვილმა, წნორში „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელმა. 

დოკუმენტური ფილმი ჩემი კავშირები აფხაზეთთან არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივის შედეგი. უკვე რამდენიმე წელია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის ჟურნალისტიკის  სპეციალური პრიზის პროექტის ფარგლებში იქმნება დოკუმენტური ფილმების სერია. დოკუმენტური ფილმები ეძღვნება საქართველოს მოუგვარებელ კონფლიქტებს და მათი მიზანია კონფლიქტის ფესვები გააზრება და თემების შერიგებაში დახმარება. 


მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში არის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის ჟურნალისტური კონკურსის რვა კატეგორიიდან ერთ-ერთი. 2013 წელს დაწყებიდან ის ზედიზედ მეთერთმეტე წელია გადაეცემა. პრიზი წარმოაჩენს ეთიკურ, დამოუკიდებელ და კონფლიქტების მიმართ მგრძნობიარე ჟურნალისტიკას, რომელიც ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებასა და მშვიდობას საქართველოში დაყოფილ თემებს შორის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი პრიზის ორგანიზება ხდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით. 

საპრიზო კონკურსი ახლა ღიაა მონაწილეობის მისაღებად, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ნოემბერი.