EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
15/11/2024 10:11:05
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3750/?page=9&year=2013
 
 უკან

ჟენევის მოლაპარაკებების 23-ე რაუნდი დასრულდა

28.03.2013
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებმა ახლახანს დაასრულეს ოცდამესამე რაუნდი. პირველ სამუშაო ჯგუფში მონაწილეებმა ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა განიხილეს და წინა რაუნდის შემდეგ არსებულ სტაბილურ და მშვიდ ვითარებას მიესალმნენ. მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართული შეხვედრების განახლების საჭიროება და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართული შეხვედრების დადებით დინამიკას   მიესალმნენ. მონაწილეებმა ასევე  ძალის გამოუყენლობის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების საკითხი განიხილეს. ექსპერტთა ჯგუფმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განცხადების პროექტი ძალის გამოუყენლობის შესახებ   კონსტრუქციულად განიხილა. მათ გაცვალეს მოსაზრებები და შეხედულებები და შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე მუშაობას მომდევნო რაუნდის დროს თანათავმჯდომარეების მიერ დამუშავებული ვარიანტის საფუძველზე გააგრძელებდნენ. მონაწილეებმა ასევე განიხილეს და მოიწონეს  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად შედგენილი კატალოგი გადაადგილების თავისუფლების საუკეთესო მაგალითების შესახებ, რომელიც  თანათავმჯდომარეებმა წინა რაუნდის დროს გაავრცელეს. II სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მონაწილეებმა ჰუმანიტარული სიტუაცია განიხილეს. მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან და კონფლიქტით დაზარალებულთა მიერ გამყოფი ხაზების გადაკვეთის  შესაძლებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს.  გარდა ამისა, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში სპეციალური დებულებების არსებობის საჭიროებას. მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ორივე სამუშაო ჯგუფის მუშაობის დასრულების შემდეგ. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სესია 2013 წლის 25 და 26 ივნისს გაიმართება.