EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:04
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/37608/?month=10&year=2024
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღნიშნა

18.10.2024

ოქტომბერში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა ევროპის მემკვიდრეობის დღეები, საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის მნიშვნელოვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მისი დაკვირვების გაძლიერებით. კულტურულ ძეგლებზე წვდომა და საკუთარი წეს-ჩვეულებების და ტრადიციების შენარჩუნების შესაძლებლობა განსაკუთრებით კონფლიქტის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანებისთვის ქმნის ნორმალური ცხოვრების განცდას. ამავდროულად, კულტურული მემკვიდრეობა ასევე შეიძლება გახდეს გამაერთიანებელი ასპექტი და დააახლოოს ერთმანეთთან  ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზებით დაყოფილი ადგილობრივი თემები.

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ბეტინა პატრისია ბუგანიმ მონაწილეობა მიიღო კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ პატრულირებაში, მემკვიდრეობის დღეების აღსანიშნავად, რომლებიც წელს ტარდება დევიზით “მარშრუტების, ქსელების და კავშირების მემკვიდრეობა”. ის ეწვია გამოფენას “დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები - სოფელი კეხვი” დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ცენტრში. გამოფენა მოგვითხრობს 2008 წლის ომს, სოფელ კეხვიდან  გამოქცეულ იძულებით გადაადგილებულ პირთა პირად ისტორიებს. კულტურული მემკვიდრეობის ადგილობრივმა ექსპერტებმა ისაუბრეს სხვადასხვა წეს-ჩვეულებებზე და ტრადიციებზე, რომლებსაც სოფელში მცხოვრები ადამიანები კონფლიქტამდე იცავდნენ და იმაზე თუ როგორ ცდილობენ მას შემდეგ თავიანთი ცხოვრების აღდგენას სახლიდან შორს.

 

პატრულირების დროს მისიის ხელმძღვანელი ასევე ესტუმრა გორის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რომელშიც განთავსებულია შიდა ქართლის რეგიონის ქართული ისტორიის სხვადასხვა ეპოქის არტეფაქტების მდიდარი არქეოლოგიური კოლექციები. მისიის ხელმძღვანელთან საუბრისას, ორივე მუზეუმის წარმომადგენელმა კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური   კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხაზს უსვამს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ მის მოწადინებულობას და შესაბამისად გააგრძელებს ცნობიერების ამაღლებას საერთო მემკვიდრეობის მნიშვნელობისა და მისი დაცვის შესახებ.