EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2024 00:11:18
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3762/?page=5&year=2013
 
 უკან

"ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად პრაგმატული გადაწყვეტილებები უმნიშვნელოვანესია"

09.04.2013
9 აპრილს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ, მან ხაზი გაუსვა პრაგმატული გადაწყვეტილებების მოძიების მნიშვნელობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად.

იგი ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამომავლო სტრატეგიით და ახალ მთავრობასთან მისიის ურთიერთობებით დაინტერესდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეხვედრა ბატონ ვილსონთან მისიაში 11 მაისს "ჩრდილო ევროპაში პარტნიორობის გაძლიერების" (e-PINE) წარმომადგენლების ვიზიტამდე გაიმართა. e-PINE ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუმენტია ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიის სახელმწიფოებთან თანამშრომლობისთვის. e-PINE-ში დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია და შვედეთი შედიან.

"ჩრდილო ევროპაში პარტნიორობის გაძლიერების" ფარგლებში შეერთებული შტატების, ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამი ფართო სფერო უსაფრთხოებას, ჯანსაღ საზოგადოებასა და ძლიერ ეკონომიკას მოიცავს.