EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2024 03:11:47
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3809/?page=3&year=2013
 
 უკან

ბენელუქსის ქვეყნების წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას მხარი დაუჭირეს

25.04.2013
25 აპრილს ბელგიის, ლუქსემბურგისა და ჰოლანდიის დიპლომატებისაგან შემდგარი დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია.

"შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნების სრული მხარდაჭერით სარგებლობთ", _ განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურმა დირექტორმა ჟან არტურ რეჟიბუმ. "თქვენი მისია ასე რომ ვთქვათ რბილი პოლიტიკის გამტარებელია,  რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ."

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  პოლიტიკურმა დირექტორმა ჟორჟ ფრიდენმა მსგავსად მისი კოლეგისა განაცხადა, რომ საქართველოში მათი ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ყურადღება ხშირად იყო გამახვილებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის მნიშვნელობაზე.

დელეგაციამ განსაკუთრებული ინტერესი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებზე კონფლიქტის ზეგავლენის საკითხის მიმართ გამოიჩინა  და მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის გზების მოძიებას დაუჭირა მხარი. 

ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა ისარგებლა შემთხვევით და სამივე ქვეყნას მისიის მხარდაჭერისა და შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
დელეგაცია ასევე მცხეთის რეგიონალურ ოფისს ესტუმრა და სადამკვირვებლო ჯგუფს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ოძისში პატრულირებაზე გაჰყვა. "კარგია, რომ პირადად ვნახეთ თუ რას აკეთებს ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და როგორ ახორციელებს იგი თავის მანდატს", განაცხადა ბ-მა რეჟიბუმ პატრულირების შემდეგ.