EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 23:11:14
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3846/?page=6&year=2013
 
 უკან

ევროპის დღე: "მადლობას ვუხდით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მადლობას ვუხდით გორს"

14.05.2013

11 მაისს გორის მუნიციპალიტეტმა და მოსწავლე ახალგაზრდობის  კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრმა ევროკავშირის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა, რითაც გამოხატა მადლიერება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

ასობით ადამიანი, მათ შორის საკრებულოს უფროსი დავით რაზმაძე და გორის გამგებელი პაპუნა კობერიძე დაესწრო ღონისძიებას, სადაც ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შემსრულებლები გამოდიოდნენ. დარბაზში გამოკრული იყო ბანერი" მადლობას ვუხდით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მადლობას ვუხდით გორს".

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის უფროსმა ჰანს შნაიდერმა მისიის ყოველდღიური საქმიანობის ამსახველი სლაიდშოუს ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მიმართა: "ის, რომ გორელებმა დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოიწვიეს, გვიჩვენებს, თუ რამდენად დაფასებულია სამოქალაქო, მიუკერძოებელი მისიის წვლილი მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად". მან ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და კონფლიქტურ ზონებში განათლების გადამწყვეტ როლს ხაზი გაუსვა.

გორის საკონცერტო დარბაზის შესასვლელში შიდა ქართლის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისი მაისის განმავლობაში ევროპის დღის აღნიშვნას გააგრძელებს და მოაწყობს კონკურსებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში და ასევე საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფლებში (დიდ ხურვალეთში, ფლავში და ყელქცეულში) თემაზე "რას წარმოადგენს თქვენთვის მშვიდობა და სტაბილურობა?"