EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2024 00:11:02
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3849/?page=4&year=2013
 
 უკან

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

17.05.2013

15 მაისს ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია მისიის სათავო ოფისში თბილისში ვიზიტის შემდეგ დელეგაცია მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებელთა ჯგუფთან ერთად ოძისის საგუშაგოსთან პატრულირებაზე გაემგზავრა .

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განყოფილების წარმომადგენელი   ფილიპ ვანდენ ბალკე და ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უშიშროების პოლიტიკის განყოფილების უფროსი პოლ ფარსტი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ღობეების აღმართვისა და ბოლოდროინდელი დაკავებების შემთხვევებით .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საოპერაციო განყოფილების უფროსმა კლაივ ტროტმა განაცხადა , რომ მისია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საშუალებით ხელს უწყობს " ადგილობრივ საკითხებზე   ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებას " და განმარტა , რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ზოგიერთ ადამიანს არ აქვს საშუალება არც ნათესავები მოინახულოს და არც საკუთარ მიწაზე იმუშაოს .

იგი მიესალმა ბელგიის დელეგაციის ვიზიტს და ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მისიის მხარდაჭერას .

მცხეთაში რეგიონალური ოფისის უფროსმა მეტ უოტლიმ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მისიის ისტორიის , მანდატისა და სტრუქტურის შესახებ. მან ისარგებლა შემთხვევით და სტუმრებს მადლობა გადაუხადა მისიაში თანამშრომელთა გამოგზავნისთვის .

მოგვიანებით ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ეწვივნენ . ისინი ასევე შეხვდნენ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისის საკითხებში .